ცესკოს მონაცემებით, 2 ოქტომბრის არჩევნებზე 366 საჩივარი დაიწერა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემით, დღეს, 2 ოქტომბრის არჩევნებზე დღის განმავლოაბაში საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 366 საჩივარი. ინფორმაცია მედიას უწყების პრესპიკერმა ნათია იოსელიანმა გააცნო.
"მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება და მოთხოვნილია კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. დეტალურ ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, მოგვიანებით მოგაწვდით... კენჭისყრის პროცესმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა", - უთხრა მედიას პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 815 776 -მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,92%-ია.
მან მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ წინა წლების გამოცდილები, იგულისხმა 2014 და 2017 წლებში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები, პირველადი მონაცემების გამოსაქვეყნებლად საჭირო იყო 7-8 საათი - ეს დრო დაახლოებით, 03:00 საათია.