Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2021

სხვა ბაბინ იარი

0
სხვა ბაბინ იარი

34 ათასი უკრაინელი ებრაელი დახვრიტეს და ჩაყარეს ხევში, რომელიც  ბაბინ იარის სახელით არის ცნობილი.

ოცკაციანი ჯგუფი კიევის დასავლეთით მიემართებოდა. სოფელ ლიპოვეცთან ნაცისტმა ჯარისკაცებმა გააჩერეს და უბრძანეს, ორი ორმო გაეფართოებინათ.

ადგილობრივი ტიხონ ლისაკი რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რომ მეორე დღეს პოლიციამ ამ ორმოებთან 700 კაცი მორეკა, მათ შორის ქალები და ბავშვებიც. მათ უბრძანეს გაეხადათ და ორმოში ჯგუფ-ჯგუფად (20-30 კაცი) ჩაწოლილიყვნენ.

„ამის შემდეგ გერმანელმა ჯალათებმა ისინი ავტომატებით დაცხრილეს“, - ლისაკი იხსენებს, რომ ორმოში, სადაც ცხედრებთან ერთად ჯერაც ცოცხალი ადამიანებიც იყვნენ, ებრაელების კიდევ ერთი ჯგუფი ჩაყარეს, - „საფლავის მიწა რამდენიმე საათი კიდევ იძვროდა“.

ის, რაც 80 წლის წინათ ბაბინ იარში მოხდა ებრაელების მასობრივი მკვლელობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ფაქტად არის აღიარებული. მაგრამ 1941 წლის 29-30 სექტემბრის ხოცვა-ჟლეტა უნიკალური შემთხვევა ნამდვილად არ იყო. თანამედროვე უკრაინის რუკაზე ასობით ადგილია, რომელიც ჰოლოკოსტის ნაკლებად ცნობილ, მაგრამ არანაკლებ სასტიკ ქმედებებზე მიუთითებს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს  არქივში დაცული დოკუმენტების თანახმად: „დახვრიტეს 800 საბჭოთა მოქალაქე, უმეტესობა ებრაელი“.

უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში მასობრივი ჟლეტის მსხვერპლთა რაოდენობა ერთეულებიდან ათასებამდეა. ბევრი ადგილი მონუმენტით არის აღნიშნული, რომ მომხდარი მეხსიერებიდან არ წაიშალოს.

1941 წლის 22 ივნისს ნაცისტები საბჭოთა კავშირში შემოიჭრნენ. ამას  მალევე მოჰყვა ებრაელების, ე.წ. ბოშების,  უკრაინელი ნაციონალისტების, სასულიერო პირების, ომის ტყვეებისა და სხვა მათთვის არასასურველი პირებისა განადგურება. გერმანელმა ჯალათებმა, ნაწილობრივ ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების დახმარებით, საბჭოთა უკრაინის ტერიტორიაზე ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს.

1941 წელს 23 600 ადგილობრივი და უნგრელი ებრაელი დახოცეს ქალაქ კამენეც-პოდოლსკში.

15 ათასი ებრაელი მოკლეს ქალაქ ვინიცაში, მათ შორის იყო საერთო საფლავის კიდეზე ჩამომჯდარი კაცი, რომლის გარდაუვალი სიკვდილი ფოტოგრაფმა ასახა და ფოტოზე ხელითაც მიაწერა: „უკანასკნელი ებრაელი ვინიცაში“.

8 ათასი ადამიანი მოკლეს ქალაქ ხმელნიკთან.

7 ათასი - პროსკუროვში (დრევანდელ ხმელნიცკში).

80 ე.წ. ბოშა დახოცეს სოფელ დივოშინში, სოფელ კალინივკას მიდამოებში კი 32.

ლიპოვეცში პირველი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა 1941 წლის სექტემბერში მოხდა. გერმანელი პოლიციელების ჯგუფმა დააკავა რამდენიმე ათეული ებრაელი, უმეტესად ბიჭები და სატვირთო მანქანით სოფლის გარეთ, ებრაელების სასაფლაოზე გადაიყვანა. თვითმხილველების ჩანაწერებში, რომელიც 1944 წლის გამოძიების შედეგად გახდა ცნობილი, მოთხრობილია შემდეგ რა მოხდა: „ლიპოვეცში გერმანულმა სიკვდილის ჯგუფებმა რეიდი ჩაატარეს,  გამოიყვანეს 200 უდანაშაულო მოქალაქე და მხეცურად ამოწყვიტეს“.

გამომძიებლების თვალსაზრისით, ხალხი დახოცა გერმანულმა გასამხედროებულმა სიკვდილის რაზმებმა, რომლებიც ახლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე წესრიგის დასამყარებლად რეგულარულ არმიას უკან მისდევდნენ ხოლმე.  „წესრიგის დამყარებაში“ არასასურველი პირებისგან ამ ტერიტორიის „გაწმენდასაც“ იგულისხმებოდა.

ის ებრაელები, ვინც ლიპოვეცში ცოცხლები გადარჩნენ გეტოებში მუშებად გაგზავნეს. ისინი სრულად 1942 წლის აპრილში გაანადგურეს.

ლეონიდ გულკო, რომელიც მაშინ 10 წლის იყო და ახლა 90 წლის არის,  იხსენებს, რომ ის სხვა ბავშვებთან ერთად მატარებელში ჩასვეს და კავკასიაში გაუშვეს.

„გზაში გვბომბავდნენ, მაგრამ ბავშვები ვიყავით და ვერაფერს მივხვდით“, - უთხრა მან რადიო თავისუფლების უკრაინის ბიუროს.

მას შემდეგ, რაც 1944 წელს საბჭოთა არმიამ ნაცისტები ლიპოვეციდან განდევნა, ებრალები ზოგ სოფელში ისევ დაბრუნდნენ, დაბრუნდა გულკოც.

„როდესაც ბებია და ბაბუა დაბრუნდნენ, სახლი დამწვარი დახვდათ. არაფერი იყო დარჩენილი“, - ამბობს ის.

ისტორიკოსი ანდრეი უსაჩი ახლახან ჩამოყალიბებული ინიციატივის „დუმილის შემდეგ“ წარმომადგენელია. ინიციატივის მიზანი უკრაინის წარსულისა და აწმყოს შესწავლაა. ანდრეი უსაჩი ამბობს, რომ ქალაქის ებრაული ისტორიის მთელი ფენა არის წაშლილი.

„ებრაელები აქ მე-17 საუკუნის შუა წლებიდან ცხოვრობდნენ. მათი ნიშა ქალაქისთვის ტრადიციული ვაჭრობის სახეობები იყო. ისინი იყვნენ მეწაღეები, დალაქები, ფოტოგრაფები...“

იმ ადგილებში, სადაც ადრე ებრაელები მოსახლეობის 30-50 %-ს შეადგენდნენ, მათი რიცხვი ათეულებამდე შემცირდა.

„ნაცისტები ჰოლოკოსტს იმგვარად ატარებდნენ, რომ მთლიანად თემი ზარალდებოდა“, - ამბობს უსაჩი. მისი თქმით, ამაში ბევრი ადგილობრივი უკრაინელი იყო ჩართული, მათ შორის სამთავრობო პირები. ზოგი მათგანი ებრაელებს ეგზეკუციის ადგილებისკენ მიერეკებოდა, ზოგი კი თავად კლავდა, ძარცვავდა, სცემდა ან აუპატიურებდა.

უსაჩის აზრით, ჰოლოკოსტის მეხსიერების შენარჩუნება მხოლოდ ებრაელების საქმე არ არის.

„ჰოლოკოსტი ამ ადგილას ფართო თემად იქცა და ის ებრაელების გამოცდილებასაც მოიცავს და არაებრაელებისასაც“, - ამბობს ის.

დაწერილია რადიო თავისუფლების უკრაინის ბიუროს კორესპონდენტების მარია შურისა და დმიტრო შურხალოს სტატიების მიხედვით.





Губернаторы России
Москва

Москва-Пекин. Собянин в Китае подписал соглашение о сотрудничестве





Москва

Московский аэропорт Домодедово и Всероссийское общество инвалидов заключили соглашение о сотрудничестве


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о росте турпотока из Китая



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Андрей Разин

В безобразном состоянии: Андрей Разин забросил могилу своего 16-летнего сына




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В УФСИН России по Республике Дагестан прошли лично-командные соревнования по легкой атлетике

Красногорск первым встретил участников международного супермарафона Москва-Минск

Резидент «Инсайт Люди» Дмитрий Зубов установил мировой рекорд по чеканке мяча


Анна Курникова

Курникова показала трогательные фото Энрике Иглесиаса



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Россияне весной тратили на одну поездку на электросамокате в среднем 133 рубля



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России