Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2021

"პანდორას ქაღალდებს" სხვა გაჟონილ დოკუმენტებზე მეტი შედეგი მოჰყვება

0

3 ოქტომბერს გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) გამოაქვეყნა ე.წ. „პანდორას ქაღალდების“ (Pandora papers) ექსპერტიზის შედეგები.

„პანდორას ქაღალდები“ არის უზარმაზარი მოცულობის გაჟონილი ინფორმაცია (11,9 მილიონი ფაილი) იმ კომპანიებზე, რომლებიც ოფშორული კომპანიების შექმნაზე არიან სპეციალიზებული. ეს დოკუმენტები ნათელს ჰფენს დაფარულ ფინანსურ სამყაროს, რომელშიც ზემდიდარი ადამიანები საკუათარი შემოსავლების დამალვას ახერხებენ მცირე გადასახადების გადახდის ან გადასახადებისთვის საერთოდ თავის არიდების გზით.

როგორც ვარაუდობენ, „საგადასახადო სამოთხეებში“ ყოველწლიურად უჩინარდება 400-800 მილიარდი დოლარის ოდენობის გადასახადები.„პანდორას ქაღალდებში“ ნახსენები ყველა პირი არ არის კანონდარღვევაში ბრალდებული. მაგრამ „საგადასახადო სამოთხეებში“, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე, პანამაში თუ შვეიცარიაში რეგისტრირებული კომპანიების გამოყენებით მდიდრებს შეუძლიათ, მაქსიმალურად გაასაიდუმლოონ საკუთარი ფინანსები. ეს კი ზოგჯერ გადასახადებისთვის თავის არიდების საშუალებას იძლევა.

 

დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციას 35 მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო მეთაურის და 300 ოფიციალური პირის შესახებ. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როგორ მოხდა ამ ფაილების გაჟონვა.

„პანდორას ქაღალდებიდან“ ირკვევა, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ოფშორში 12 კომპანია დაარეგისტრირა სხვადასხვა პერიოდში.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი თორმეტივე კომპანია ერთ ოფშორულ ზონაში, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზეა დარეგისტრირებული.

მათ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი 18 წლის განმავლობაში, 1998-2016 წლებში არეგისტრირებდა. ამის გაკეთებაში მას შუამავალი კომპანია, Alcogal-ი ეხმარებოდა.

ივანიშვილის კომპანიების ზუსტი საქმიანობის შესახებ „პანდორას ქაღალდებში“ ინფორმაცია არ მოიპოვება.

ქაღალდებში ფიგურირებს მსოფლიოს მრავალი ცნობილი ადამიანი.

კვლევით დადგინდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი უძრავი ქონების ფარულ გარიგებებშია გარეული დიდ ბრიტანეთში. ICIJ-ში გაერთიანებული, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის ანგარიშგების პროექტის (OCCRP) თანახმად, ალიევის ქონება, რომელიც ოფშორულ კომპანიებშია გატარებული, 700 მილიონ დოლარს აღწევს.

გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და მის უახლოეს გარემოცვას შემოსავალი აქვს ოფშორული კომპანიების ქსელებიდან, მათ შორის ბრიტანეთში არსებული უძრავი ქონებიდან.

„პანდორას დოკუმენტების“ სხვა მასალების თანახმად, ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მესამე, „არაოფიციალურმა ცოლმა“, თითქმის არაფრისთვის მიიღო 30 მილიონი დოლარი.

ქაღალდებში ფიგურირებს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში, რომელსაც დიდი ხანია ბრალს სდებენ კორუფციაში. „პანდორას ქაღალდები“ მეტყველებს, რომ მან სამხრეთ საფრანგეთში ძვირადღირებული შატო შეიძინა ოფშორული კომპანიებიდან გადარიცხული ფულით. ბაბიში უარყოფს კანონდარღვევას.

დოკუმენტებირუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს აკავშირებს მონაკოში არსებულ აქტივებთან.

4 ოქტომბერს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა „პანდორას ქაღალდებში“ შემავალ მასალებს უწოდა „მნიშვნელოვანწილად დაუსაბუთებელი მტკიცებულებების კრებული“.

Washington Post-ი, რომელიც „პანდორას ქაღალდების“ შემსწავლელ კონსორციუმში შედის, ავრცელებს ცნობას რუსეთის მოქალაქის, სვეტლანა კრივონოგიხის შესახებ, რომელიც მონაკოში ბინის მფლობელი გახდა ოფშორული ფირმის გზით. ფირმა რეგისტრირებულია კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ ტორტოლაზე. კრივონოგიხმა ბინა მიიღო 2003 წლის აპრილში, მალევე, რაც გოგონა გააჩინა. იმ დროს ის საიდუმლო კავშირში იყო პუტინთან, იტყობინება ამერიკული გაზეთი რუსულ საგამოძიებო გამოცემა Proyekt-ზე დაყრდნობით.

აშშ სწავლობს „პანდორას ქაღალდებში“ გამოვლენილ მასალებს, მაგრამ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის თქმით, დეტალებზე კომენტარებს ჯერჯერობით ვერ გააკეთებს.

ამ მასალების გამოქვეყნებამდე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ის იერიშს განახორციელებს უსამართლო სქემებზე, რომლებიც უპირატესობას ანიჭებს დიდ კორპორაციებს. თეთრმა სახლმა ტვიტერში დაწერა, დროა ვიზრუნოთ, რომ ზემდიდრებმა თავიანთი სამართლიანი წილი გადაიხდიანო.

ოფშორში ფულის გადატანა თავისთავად არ ნიშნავს უკანონობას. მაგრამ უკანასკნელ წლებში ოფშორული ინდუსტრია სწრაფად გაიზარდა იმის გამო, რომ დიდი ფულის მფლობელები ცდილობენ, თავი აარიდონ გადასახადებს.

როგორც ვარაუდობენ, „საგადასახადო სამოთხეებში“ ყოველწლიურად უჩინარდება 400-800 მილიარდი დოლარის ოდენობის გადასახადები. ანუ ეს ფული მთავრობებისთვის დაკარგულია. ეს ის ფულია, რაც შეიძლება მოხმარებოდა სკოლებს, საავადმყოფოებს და სხვა პროექტებს.

„პანდორას ქაღალდებს“ წინ უსწრებდა კიდევ ორი დიდი მსგავსი გაჟონვა - „პანამის ქაღალდები“ და „სამოთხის ქაღალდები“ 2016 და 2017 წლებში. წინა ორი გაჟონვის შედეგად მთავრობებმა 1,36 მილიარდი დოლარი მიიღეს დამალული გადასახადებისა და ჯარიმების სახით. მსგავს შედეგებს ელიან „პანდორას ქაღალდებისგანაც“, თუმცა ის წინა ორი გაჟონვისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ოფშორული ინდუსტრიის მორალური სახის კვლევა წარსულ შემთხვევებთან შედარებით ბევრად აქტუალურია ახლა, როცა პანდემიის პირობებში მთავრობებს ბევრად მეტი ფულის სესხება უწევთ, ვიდრე ჩვეულებრივ. ამავე დროს რიგითი მოქალაქეები უკვე გრძნობენ საკუთარ თავზე გადასახადების ზრდის შედეგებს, რაც, ექსპერტების ვარაუდით, კიდევ რამდენიმე ათწლეულს გაგრძელდება.

როგორც The Guardian-ი წერს, „პანდორას ქაღალდები“ ინფორმაციის მსგავს გაჟონვებთან შედარებით ბევრად უფრო შორს წავა პოლიტიკური ელიტის ფინანსური მაქინაციების კვლევაში.





Губернаторы России
Москва

Собянин прибыл в Китай с рабочим визитом





Москва

Московский аэропорт Домодедово и Всероссийское общество инвалидов заключили соглашение о сотрудничестве


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин прибыл в Китай с рабочим визитом



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Антонио Вивальди

Вивальди под небом




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Военно-спортивный фестиваль Росгвардии в «Лужниках» собрал более 20 000 москвичей и гостей столицы

В УФСИН России по Республике Дагестан прошли лично-командные соревнования по легкой атлетике

Резидент «Инсайт Люди» Дмитрий Зубов установил мировой рекорд по чеканке мяча


Людмила Самсонова

Людмила Самсонова не отдала голландскую траву // Она продолжила серию российских побед на теннисном турнире в Хертогенбосе



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В День памяти и скорби военнослужащие и сотрудники центрального аппарата Росгвардии возложили цветы к памятнику воинам войск правопорядка



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России