უკრაინაში თუ საქართველოში? - სად იქნება მიხეილ სააკაშვილი მომდევნო წლებში
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქართულ ციხეში მოიხდის სასჯელს სრულად და იქვე აფრთხილებენ, რომ თუ “კარგად არ მოიქცევა”, შესაძლოა სხვა “მუხლებიც დაუმატონ”.