Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2021

სალომე სამადაშვილი მოსმენების საკითხზე ელჩების რეაქციაზე: ეს არის სერიოზული წითელი ბარათი ხელისუფლებისთვის

0
სალომე სამადაშვილი მოსმენების საკითხზე ელჩების რეაქციაზე: ეს არის სერიოზული წითელი ბარათი ხელისუფლებისთვის

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი „საღამოს საუბრებში“ დიპლომატიური მისიის წარმომადგენელთა სავარაუდო ფარული მიყურადების საკითხზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს არის უზარმაზარი დარტყმა არა მარტო ორმხრივ ურთიერთობებზე, არამედ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გაცხადებულ მიზნებზე.  

„პირდაპირ თქვეს ჩვენმა კოლეგებმა დიპლომატური მისიებიდან, რომ სახელმწიფო არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა და სახელმწიფოს სთხოვენ პასუხს ვენის კონვენციის დარღვევაზე. ეს სერიოზული ამბავია ძალიან და ის შემადგენლობაც, რაც მივიდა ამ დემარშზე, ესეც აჩვენებს იმას, რომ ეს ის კი არ არის, რომ სრულ შემადგენლობას დიპლომატიური კორპუსის მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია ვენის კონვენცია და დაარღვია საერთაშორისო საკუთარი ვალდებულები, ეს არის ძალიან სერიოზული წითელი ბარათი ხელისუფლებისთვის. ეს არის ცხადი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა დიპლომატების საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული იმ შეხვედრის კომენტირებისას, რომელზეც ელჩებმა დავით ზალკალიანს მათ სავარაუდო მიყურადებაზე შეშფოთება გადასცეს და რომლის შესახებაც ინფორმაცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა "ტვიტერზე" გაავრცელა.

სალომე სამადაშვილი „საღამოს საუბრებში“ ამბობს, რომ ელჩების  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის გასაჯაროვების ფაქტსაც თავისი კონკრეტული მიზნები ჰქონდა: 

„საერთოდ, როდესაც ასეთი შემთხვევა შეიძლება დაფიქსირდეს, თუ ასეთი შემთხვევა შეეხება იმ ტერიტორიაზე განხორციელებულ მოსმენას და მიყურადებას, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობაა, ყოველთვის ერიდებიან რაღაც საჯაროობას. მსგავსი დემარში დიპლომატიური თუ იმართება, იმართება არასაჯაროდ, რაღაცნაირად დაცული არის ხოლმე  კონფიდენციალურობის ჩარჩოები.  ამ შემთხვევაში ის, რომ ასეთი საჯაროობა არჩიეს ჩვენმა პარტნიორებმა და არა მხოლოდ საჯაროდ გაიმართა ეს დემარში, არამედ გაასაჯაროეს დემარშის შინაარსიც, ეს ნიშნავს იმას, რომ  ერთი, არანაირი ეჭვი არა აქვთ მათ, რომ  ეს იყო ნამდვილი ინფორმაცია მიყურადების შესახებ და მეორე, მათ ძალიან საჯაროდ გააფრთხილეს „ქართული ოცნება“ და უნდოდათ, რომ ეს გაეგოთ, მათ შორის, ჩვენს თანამოქალაქეებსაც.  სწორია, ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, რეალურად რას ფიქრობს იგივე დასავლეთი ამ ხელისუფლებაზე და როგორ ექცევიან ისინი  პარტნიორებს“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.  

4 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში წმიდა საყდრის ნუნციოსთან, ჟოზე აველინო ბეტანკურთან, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან, კარლ ჰარცელთან, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან.

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითმა ჯგუფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვედრაზე მათ სავარაუდო მიყურადებაზე შეშფოთება გადასცა. ინფორმაცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ტვიტერზე გაავრცელა.

საუბარია არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე "სუს-ის ფაილების" სახელით გავრცელებულ ჩანაწერებზე, სადაც ელჩებიც ფიგურირებდნენ

რამდენიმე დღის წინ მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე ვებგვერდის ბმული მიიღეს, რომელზეც, დიდი ალბათობით, პირად საუბრებზე მომზადებული ანგარიშებია. ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ ელჩები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები და მეტწილად, სასულიერო პირები. ჩანაწერების ავთენტურობა ჟურნალისტების ნაწილმა უკვე დაადასტურა.

"სუს-იდან გამოჟონილ" სავარაუდო ფაილებზე საუბრის დროს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ამბობს, რომ საქართველოს ელჩი ევროკავშირში ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში დაიბარეს. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ ამ საკითხს სერიოზულად უყურებენ.





Губернаторы России
Москва

Собянин поздравил медицинских работников с профессиональным праздником





Москва

Иерей Александр Туховский: Очень нужна помощь!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Доля новейших вагонов в метро Москвы с 2010 года увеличилась в шесть раз



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Моргенштерн

Моргенштерн* жестко ответил хейтерам и защитникам Дилары




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Военно-спортивный фестиваль Росгвардии открылся в «Лужниках»

Спортивные достижения Ставрополья представят на выставке «Россия» в Москве

Рок-версия гимна Белогорска прозвучала на масштабном рок-н-мобе


Кирилл Скачков

Скачков и Тайлакова выиграли соревнования по настольному теннису на Играх БРИКС



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Военно-спортивный фестиваль Росгвардии открылся в «Лужниках»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России