Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2021

არარსებული ბრალი? - როგორ დაუმტკიცებს პროკურატურა ბრალს სააკაშვილის საქმეზე დაკავებულებს?

0
არარსებული ბრალი? - როგორ დაუმტკიცებს პროკურატურა ბრალს სააკაშვილის საქმეზე დაკავებულებს?

ელგუჯა ცომაია, ზურა წოწორია და შალვა წოწორია, ძებნილი მსჯავრდებულის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით წინასწარ ორთვიან პატიმრობაში არიან გამწესებულები. ელგუჯა ცომაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა 4 ოქტომბერს შეუფარდა. მამა-შვილს, ზურა და შალვა წოწორიებს - 5 ოქტომბერს.

ბრალდება დაკავებულებს მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებას და მისთვის საცხოვრებელი ბინის დათმობას ედავება. პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის მოკლე განმარტებით, „მათ ჩაიდინეს მძიმე დანაშაულის დაფარვა“. ანუ, მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) გათვალისწინებული დანაშაული, რაც სასჯელის ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცომაიასა და წოწორიების ადვოკატები, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ წაყენებულ ბრალს აბსურდულს და უპრეცედენტოს უწოდებენ ერთი მთავარი მიზეზის გამო, მათი განცხადებით, გამოძიება დაკავებულებს ედავება ისეთ დანაშაულს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს. კერძოდ კი მათ ბრალდებათ ისეთი ქმედების დაფარვა, რაზეც განაჩენი უკვე დამდგარია და პირი, ამ შემთვევაში მიხეილ სააკაშვილი, უკვე მსჯავრდებულია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს ნოემბრის შუა რიცხვებიდან დააკვირდება. სწორედ ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება დაკავებულების წინასასამართლო სხდომები.

მანამდე კი ორგანიზაციის იურისტი გიორგი კაკუბავა, რადიო თავისუფლებას უდასტურებს ბრალდებულების ადვოკატების მტკიცებას იმის თაობაზე, რომ დაკავებულებს ბრალი ისეთი ფორმულირებით აქვთ წარდგენილი, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს:

„კოდექსში არ გვაქვს ასეთი ჩანაწერი „მსჯავრდებულის დაფარვა“. ჩვენი კანონმდებლობით კი პირდაპირ არის გათვალისწინებული, რომ თუკი სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს კონკრეტულ ქმედებას, შესაბამისად, დანაშაულიც არ არის სახეზე“.

თუმცა, იურისტებისა და ადვოკატების ამ არგუმენტს, 5 ოქტომბერს, საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება დაუპირისპირა და აღნიშნა, რომ 2008 წლის ნოემბერში, უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში განმარტება გააკეთა თუ რას ნიშნავს დანაშაულის დაფარვა:

„ადვოკატები ცდებიან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის დაფარვა გულისხმობს დამნაშავის დაფარვასაც. აღნიშნულთან დაკავშირებით, განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაეს სასამართლოს და შესაბამის გადაწყვეტილებაში, ცალსახად არის მითითებული, რომ დანაშაულის დაფარვა ეს არის როგორც დამნაშავის, ისე დანაშაულის, კვალის, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საგნის და ა.შ. დაფარვა“.

პროკურორის ამ განმარტებასთან რამდენიმე კითხვა აქვს იურისტ გიორგი კაკუბავას. მისი თქმით, პირველ რიგში, დასაზუსტებელია, ეს არის უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტება თუ უზენაესი სასამართლოს რეკომენდაცია, რადგან, რეალურად, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და არ შეიძლება ის ყველა საქმეზე ერთნაირად იყოს გამოყენებული. 

დარეჯან ცხვიტარია, 5 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ელოდა მოსამართლის გადაწყვეტილებას ზურაბ და შალვა წოწორიების საქმეზე. ის შალვა წოწორიას თანამშრომლისა და ახლო მეგობრის დედაა. დარეჯან ცხვიტარია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დაკავებამდე ორი-სამი დღით ადრე, სავარაუდოდ 30 სექტემბერს დილით, შალვა მათთან იმყოფებოდა, სახლში, თუმცა, არაფერი უხსენებია მიხეილ სააკაშვილისა და მისი ტრანსპორტირების შესახებ:

„შალვა და ჩემი შვილი უახლოესი მეგობრები არიან. ყოველ დილით მოდის ხოლმე ჩვენთან და შემდეგ ერთად მიდიან სამსახურში. რამდენიმე დღის წინაც იყო ჩვენთან, ყავა დალია. თუკი შალვამ მართლაც გააცილა თავისი მანქანით მიხეილ სააკაშვილი, ის ჩემთვის გმირია, მაგრამ ცოტა ნაწყენიც ვარ, იცის, როგორი დამოკიდებულება მაქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ, იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარ, ჰოდა, როგორ არ მითხრა თუ ასეთი ახლო კომუნიკაცია ჰქონდა მასთან. განა შეიძლება ამის გამო ადამიანის დაკავება?“

5 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი ბრალდებულის, ელგუჯა ცომაიას ქალიშვილიც. თუმცა, ამ ეტაპზე, ის ჟურნალისტებთან ურთიერთობისგან თავს იკავებს.

ბრალდების თანახმად, 63 წლის ელგუჯა ცომაიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში, ქვიშხეთის ქუჩაზე მდებარე მის კუთვნილ ბინაში მიიღო. სწორედ ამ ბინაში დააკავეს სამართალდამცავებმა პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი.   

ზურა და შალვა წოწორიების ადვოკატი გიორგი გოგინავა ბრალდებულებს პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებს. ადვოკატის თქმით, მას არ აქვს იმედი, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო შეცვლის, ამიტომ ამბობს, რომ 5 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ადვოკატი მხოლოდ ფორმალურად გაასაჩივრებს. გიორგი გოგინავას თქმით, წოწორიების საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება იმ ბრალისა, რასაც გამოძიება დაკავებულებს ედავება:

„შემდგომში რას გააკეთებს ბრალდების მხარე და რა ახალ შოუებს დადგამს, ამაზე მე პასუხი არ მაქვს. დაკავებულები ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან და ფოთიდან აბაშაში წაიყვანეს. რაც შეეხება როგორ მოხდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირება, ამ ნაწილში ისინი დუმილის უფლებას იყენებენ და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. შემიძლია ვთქვა, რომ საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება. წოწორიები მხოლოდ მათი ჩვენებების საფუძველზე არიან დაკავებულები. არ არსებობს არცერთი პირდაპირი მოწმეც კი, ვინც რაიმე დაადასტურებს“.

პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საქმეზე დაკავებულ სამ პირს, ბრალი დაუმძიმდეს, ამის შესახებ 5 ოქტომბერს, მინიშნება გააკეთა სასამართლო სხდომიდან გამოსულმა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა:

„გამოძიება დაიწყო საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით, თუმცა, შემდეგ დაემატა კვალიფიკაცია - მიგრანტის უკანონოდ შემოყვანა და მისთვის შესაბამისი პირობების შექმნა. ამ ეტაპზე, ორივე მუხლით მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება. შესაბამისად, როდესაც მოხდება მტკიცებულებების შეკრება, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით, ანუ, არ გამოვრციხავთ ბრალის დამძიმებას“.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა. 8 წლის შემდეგ კი, პირველ ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია და მალევე ამის დასადასტურებლად ვიდეოებიც გამოაქვეყნა.

პირველ ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები დაჟინებით იმეორებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო ბრიფინგზე კი ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ სამ პირს, ბრალდება სწორედ იმ დანაშაულის დაფარვაში ედავება, რაზეც მიხეილ სააკაშვილი უკვე მსჯავრდებულია.

რაც შეეხება საქმეებს, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილი არის ბრალდებული, პროკურატურის განცხადებით, ეს არის „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტები. ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ კიდევ ერთ, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე დაიწყო გამოძიება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს. იყო მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალს საზღვრის უკანონო კვეთის გამო 3 ოქტომბერს წარუდგენდნენ, თუმცა, მისთვის გამოძიებას ეს ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებია.

ამ დრომდე უცნობია ოფიციალური ვერსია, რა გზით შემოვიდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში. გენერალური პროკურატურის მხრიდან ოფიციალურად ცნობილია მხოლოდ ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი 29 სექტემბერს უკანონოდ გადმოკვეთა.





Губернаторы России
Москва

Собянин поздравил медицинских работников с профессиональным праздником





Москва

Звезды оперной сцены представят I Международный фестиваль «Мир классического романса»!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин сообщил о планах благоустройства территорий школ и детских садов



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Николай Басков

На МУЗ-ТВ между Басковым и Бузовой произошёл скандал




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Военно-спортивный фестиваль Росгвардии открылся в «Лужниках»

Российские флаги снова вывесили на матче Евро-2024 между Англией и Сербией

Спортсмен Росгвардии занял второе место в личном многоборье на Играх БРИКС


Уимблдон

Рафаэль Надаль пропустит Уимблдон ради подготовки к Олимпиаде



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Новости 24 часа

ЭКСПЕРТ АНАТОЛИЙ ГОЛОД ПРЕДЛАГАЕТ СЕНСАЦИОННО УЛУЧШИТЬ НАЛОГОВУЮ СФЕРУ!



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






RSS Telegram
Copyright © 29ru.net