ლაშა ბუღაძე: უსამართლობაა რუსეთისგან დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავზე ამ გაწვალებული ქვეყნის პრეზიდენტის ციხეში ჯდომა…
0
“პლატონი წერს: ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს მას შემდეგ, რაც დანაშაულს ჩაიდენს – ესაა დაუსჯელობა…
მაგრამ… არსებობს დიდი ისტორიული და პოლიტიკური (გნებავთ, გეოპოლიტიკური) კონტექსტი და ამ კონტექსტის უგულვებელყობა, სულ მცირე, ძალიან საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაშინ, როცა საქართველოს მტრობით გამორჩეულ, პუტინის ყველაზე მყვირალა პროპაგანდისტებს მართლაც “ბუკი და ნაღარა აქვთ შემოკრული” კმაყოფილებისგან “ჰალსტუხიჭამიას” დაჭერის გამო (ასეთია მათი მხიარული ეპითეტები), თუნდაც მხოლოდ ამის გათვალალისწინებით უსამართლობაა რუსეთისგან დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავზე ამ გაწვალებული ქვეყნის პრეზიდენტის ციხეში ჯდომა…
უკაცრავად, მაგრამ ყველა იდიოტი მგონია, ვისაც დღეს ვლადიმერ პუტინის, მარგო სიმონიანის (Russia today-ს შეფის) და პრიგოჟინის ფაბრიკის ბოტების მტრის ციხეში ყოფნა ახარებს… მით უმეტეს, როცა ეს მტერი საქართველოს პრეზიდენტია
კონტექსტი გაიაზრეთ – რა შუაშია აქ სიმპათია-ანტიპათია…”, წერს მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.