ქიმიის დარგში ნობელის პრემია გერმანელ და ამერიკელ მეცნიერებს მიენიჭათ
ქიმიის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ გერმანელი მეცნიერი, ბენიამინ ლისტი და ამერიკელი დევიდ მაკმილანი ასიმეტრიული ორგანოკატალიზის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ნობელის კომიტეტის საიტზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ლისტმა და მაკმილანმა შეიმუშავეს მოლეკულების განლაგების ახალი მეთოდი - მცირე ორგანულ მოლეკულებზე დაფუძნებული ასიმეტრიული ორგანოკატალიზი. მის საფუძველზე მიმდინარეობს ახალი ფარმაცევტული პრეპარატების გამოკვლევა, ამას გარდა, ასიმეტრიული ორგანოკატალიზის დახმარებით ქიმია უფრო ეკოლოგიური ხდება.
მანამდე დასახელდნენ ფიზიკის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები. პრესტიჟული ჯილდო: ოქროს მედალი და მილიონ დოლარზე მეტი თანხა მიენიჭათ სიუკურო მანაბეს, კლაუს ჰასელმანსა და ჯორჯო პარიზს „კომპლექსური ფიზიკური სისტემების გაგებისთვის“, მათ შორის, დედამიწის კლიმატისა და პლანეტების მოძრაობის სფეროში.
7 ოქტომბერს კი გამოვლინდება პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში. 8 ოქტომბერს ოსლოში დაასახელებენ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს, 11 ოქტომბერს კი ალფრედ ნობელის ხსოვნის პრემია გაიცემა ეკონომიკის დარგში.