Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2021

ეკა ბესელია: ვადამდელ არჩევნებს განვიხილავ, როგორც გარდაუვალ აუცილებლობას

0
ეკა ბესელია: ვადამდელ არჩევნებს განვიხილავ, როგორც გარდაუვალ აუცილებლობას

პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ აღნიშნავს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გარეშე ქვეყანაში პოლიტიკური თანხმობის მიღწევა რთული იქნება. გადაცემაში მან თქვა, რომ ვადამდელ არჩევნებს განიხილავს, როგორც გარდაუვალ აუცილებლობას და ამას ასაბუთებს იმითაც, რომ საპარლამენტო ქვეყანაში მთავარ ინსტიტუციას, პარლამენტს, ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს და იგი თუ არ შეიცვალა, „ჩვენ ისევ იქ ვრჩებით“.

ეკა ბესელიამ აღნიშნა ისიც, რომ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩეველთა ხმების 43%-ზე მეტის აღების მიუხედავად, ვადამდელი არჩევნების საკითხი დღის წესრიგიდან ვერ მოიხსნა, პრობლემამ თავი ვერ დამალა და მმართველი პარტიისთვის სხვაგან იჩინა თავი:

„კრიზისი გამოჩნდა იქ, სადაც დაკარგა მმართველმა პარტიამ ადგილობრივ დონეზე ძალაუფლება. ოპოზიცია იღებს იქ ხელში ძალაუფლებას და უკვე ყალიბდება მოდელი კოალიციური მმართველობის. ეს აჩვენებს იმას, რაც უნდა ეჩვენებინა, 43 პროცენტს ქვემოთ თუ იქნებოდა „ქართული ოცნება“. ანუ იგივე აჩვენა. თუ იქიდან ამოგმანა ეს სარკმელი მმართველმა პარტიამ და მთელი გაყალბების მექანიზმი ეხლა პროპორციულისკენ მიმართა, აქედან გაექცა სადავეები. 20 ქალაქში როცა მეორე ტური გაქვს, დედაქალაქში მეორე ტური გაქვს, რამდენიმე ადგილას ძალაუფლებას კარგავ, პროცესი მაინც იქეთკენ მიდის. უბრალოდ ახლა მთავარია, თუ გაიაზრებს ამას მმართველი პარტია, რომ კომპრომისზე მალე წამოვიდეს და ახალი არჩევნები დანიშნოს. ეს აგვარიდებს ჭიდილს, ჯახირს, რყევებს და, მათ შორის, რევოლუციურად პროცესების განვითარებას, რომელიც, მე მგონი, არავის არ უნდა უნდოდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ „საღამოს საუბრებში“.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში ყველაზე მეტი ხმა, 46%-ზე მეტი, მმართველ პარტია "ქართული ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" 30%-ზე მეტით და მესამეზე "გახარია-საქართველოსთვის", რომელსაც ხმა მისცა 7%-ზე მეტმა. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოში წევრები ეყოლება კიდევ ხუთზე მეტ პარტიას.

ამასთან, 5-ივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატების მონაწილეობით, რადგან პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მერის არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო 59-დან 15 თვითმმართველ თემშიც. წინასწარი მონაცემებით, 44 თემში პირველივე ტურში გაიმარჯვეს "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით, „ქართულ ოცნებასთან“ აპრილში ხელმოწერილი შეთანხმების დათქმის საფუძველზე, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევდა ოპოზიციური პარტიების უმეტესობა. შარლ მიშელის დოკუმენტის ამ დათქმით, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, მომავალ წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ივლისის ბოლოს, მმართველმა პარტიამ „მიშელის შეთანხმება“ ანულირებულად გამოაცხადა და განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, 2 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ 1%-იანი შედეგის შემთხვევაშიც კი არ ჩატარდებოდა.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал, каким будет летний сезон волонтерского проекта «Время добра»





Москва

Витаводород — живая мыслящая материя, основа жизни на Земле


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Уровень безработицы в Москве будет снижен до 1,2 процента к 2030 году



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Желдорреммаш

Работники Улан-Удэнского ЛВРЗ высадили деревья в честь полувекового юбилея БАМ




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Hisense запустила рекламную кампанию «Ставшие легендой»

Новичок ярославского «Локомотива» сыграет в гала-матче в Москве

В Димитровграде проводят чемпионат России по парусному спорту в классе «микро»


Уимблдон

Теннисистка Анастасия Тихонова вышла в ½ финала квалификации Уимблдона



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России