ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
![ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა](https://gdb.rferl.org/052e0000-0a00-0242-6341-08d98b397066_cx0_cy9_cw0_w800_h450.jpg)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. მხარეებმა განიხილეს „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“, რომლითაც, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში გამოვიდა.
შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და რეგიონი ეტაპობრივად გარდაიქმნას ახალი შესაძლებლობების, განვითარებისა და მშვიდობის რეგიონად.