ბეირუთში მიტინგის დროს სროლის შემდეგ დააკავეს ცხრა ეჭვმიტანილი
![ბეირუთში მიტინგის დროს სროლის შემდეგ დააკავეს ცხრა ეჭვმიტანილი](https://gdb.rferl.org/05e00000-0a00-0242-30e9-08d98f3c586b_w800_h450.jpg)
ლიბანის პრეზიდენტმა, მიშელ აუნმა, პირობა დადო, რომ 15 ოქტომბერს ლიბანის დედაქალაქში გამართული მიტინგის დროს სროლაში გარეული პირებს პასუხისგებაში მისცემენ.
სამხედროებმა გამოაცხადეს, რომ დააკავეს ცხრა ეჭვმიტანილი, მათ შორის, ერთი სირიელი. 14 ოქტომბერს ტელევიზიით გამოსვლისას მას მერე, რაც სულ მცირე ხუთი პირი იქნა მოკლული და 30 დაშავებული, აუნმა განაცხადა, რომ დაუშვებელია ლიბანში მეტოქეებს შორის კვლავ იარაღი გახდეს ურთიერთობის საშუალება.
ბეირუთში გამართული მიტინგი შიიტური მოძრაობების "ჰიზბოლასა" და "ამალის" მიერ იყო ორგანიზებული - გასულ წელს პორტში გამანადგურებელი აფეთქების საქმეზე მთავარი გამომძიებლის საქმისგან ჩამოშორების მოთხოვნით. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბასამ მაულავიმ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ზოგიერთი მსხვერპლი თავში მოხვედრილი ტყვიით იყო მოკლული.