Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2021

ნიკა მელია: პოლიტიკური გამარჯვება შეუძლებელი არის, თუ მანამდე მორალურად არ გაიმარჯვე

0
ნიკა მელია: პოლიტიკური გამარჯვება შეუძლებელი არის, თუ მანამდე მორალურად არ გაიმარჯვე

გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„დღევანდელი დღე საწინდარი არის იმისა, რომ კიდევ ერთი, ძალიან სამარცხვინო საქართველოს ისტორიის ფურცლის დაწერის ნაცვლად, ძალიან მალე თქვენ და კიდევ ბევრი სხვა, საამაყო ფურცელზე დაწერს. დღეს თქვენ ეს დაამტკიცეთ უკვე. მოყვარესაც დაუმტკიცეთ და მტერსაც, - თქვა მელიამ და განაგრძო, - მეორე ემოცია, რომელიც ამდენ ემოციაში ირევა, ეს არის იმედი და რატომ იმედი? იმიტომ, რომ ის, რაც უკვე მოხდა, მოხდა. ისტორიას ვეღარ შევცვლით, მაგრამ დღევანდელობას შევცვლით. შევცვლით თქვენი სიმრავლით, თქვენი სიმტკიცით და თქვენი სიმართლით“.

ნიკა მელიამ ილაპარაკა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ.

„კიდევ ერთი ემოცია, რომელიც აქ ირევა, თავისუფლების მოედანზე, ეს არის სოლიდარობა. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ყველამ განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, მანამ, სანამ ხელისუფლების უთავმოყვარეო ჯამბაზებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ჰყავთ ციხეში გამოკეტილი, ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით. ჩვენ ხელებს არ ჩამოვუშვებთ, მანამ, სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს. დღეს ყველა ხალხნო, გარდა სამარცხვინო მოღალატე ხელისუფლებისა, გარდა ოკუპანტებისა, კრემლის პროპაგანდისტული არხებისა, ყველა სოლიდარულია, მთელი ნორმალური, ცივილიზებული სამყარო მიხეილ სააკაშვილთან. ნურავის ნუ ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება მოცემულობას, რომ მიხეილ სააკაშვილი, ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იქნება ციხეში გამოკეტილი და ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ მანამ, სანამ ის არ გამოვა გარეთ. არა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, არამედ სულის ჩამდგმელი თანამედროვე ქართული სახელმწიფოსი, როგორც დიდი პოლიტიკოსი, როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი“, - აცხადებს ნიკა მელია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აქციაზე გამოსული ხალხის რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი შეფასებით, თავისუფლების მოედანზე „აურაცხელი რაოდენობის ადამიანი გამოვიდა“.

მელია აცხადებს: „იმაზე ბევრი ვართ, ვიდრე ყველას წარმოედგინა. იმიტომ, რომ ისტორიულად ქართველ ერს ახასიათებს ყველაზე მაგარი თვისება. გარდამტეხ, გადამწყვეტ მომენტში ჩვენ შეგვიძლია ერთიანობა“.

ის პოლიტიკური გამარჯვების წინაპირობად მორალურ გამარჯვებას მიიჩნევს. „პოლიტიკური გამარჯვება შეუძლებელი არის, თუ მანამდე მორალურად არ გაიმარჯვე. დღეს ჩვენ მორალურად გავიმარჯვეთ ქართველმა ხალხმა“, - აცხადებს მელია.

დედაქალაქის მერობის კანდიდატი არჩევნების მეორე ტურზე აკეთებს აქცენტს.

„ჩვენ ხელის გაწვდენის მანძილზე გამარჯვება გველოდება, რომელსაც არ გავატანთ ბიძინა ივანიშვილს. თუკი ბიძინა ივანიშვილი 30 ოქტომბერს გაბედავს და იგივეს იკადრებს, რაც 2 ოქტომბერს იკადრა, გვაკადრა და აკადრა ხალხს, იკადრებს ძალადობას, მოსყიდვას, მუქარას, ფიზიკურ ანგარიშსწორებას და ათას მანკიერებას, რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი მისთვის გამარჯვების მოპოვებისთვის, არავისთვის სიურპრიზი არ უნდა იყოს, რომ კიდევ უფრო მეტნი გამოვალთ და კიდევ უფრო მკაფიო ხმას გავაგონებთ, ოღონღ არამხოლოდ ხმას, ხალხო, ჩვენი ძალა არის უკვე სიმრავლეში, - თქვა მელიამ და მმართველი პარტიის დამფუძნებელს მიმართა, - ბიძინა ივანიშვილო, თავს უფლებას მივცემ და ძვირფასი საზოგადოების სახელით ვიტყვი, თუ შენ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, ჩვენ შევიკრიბებით მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და შენზე იქნება დამოკიდებული, ჩვენ ხალხი ვიზეიმებთ გამარჯვებას, რომლის მოპოვებაშიც შენ ხელი არ უნდა შეგვიშალო თუ ჩვენ დავიცავთ ამ ქვეყნის აწმყოს, მომავალს და რაც მთავარია ღირსებას“.

ნიკა მელია სამომავლო გეგმის შესახებაც ლაპარაკობს. „კითხულობენ მეგობრები, რა არის თქვენი გეგმა?“ - აღნიშნა მელიამ და თავადვე უპასუხა, - „ეს გეგმა არის ერთადერთი - გამარჯვება და გამარჯვება და არაფერი სხვა“.

მელიამ მადლობა გადაუხადა ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლების აქციაზე მივიდნენ. გარდა ამისა, ის შეეხო იმ პარტიებს, რომლებმაც უარი თქვეს თავისუფლების მოედანზე მისულიყვნენ. როგორც მელია აღნიშნავს, ისინი ამბობდნენ, რომ მათთვის უცნობი იყო საორგანიზაციო საკითხები და ამიტომ უარი დემონსტრაციაში მონაწილეობაზე. „რატომ ჰქონდა ვინმეს განწყობა, რომ ჩვენი თვითმოზანი იყო ძალადობა?!“ - თქვა ნიკა მელიამ.

არჩევნების მეორე ტური საქართველოში 30 ოქტომბერს ჩატარდება.

დღეს, 14 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება. მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან თბილისში ჩამოვიდნენ.

მიხეილ სააკაშვილი მეცამეტე დღეა შიმშილობს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ის 1 ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о росте турпотока из Китая





Москва

Московский аэропорт Домодедово и Всероссийское общество инвалидов заключили соглашение о сотрудничестве


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Москва и Пекин подписали программу сотрудничества на 2024-2026 годы



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Александр Розенбаум

"Звездач": певец Александр Розенбаум проиграл суды на 386 тыс. рублей




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Красногорск первым встретил участников международного супермарафона Москва-Минск

В УФСИН России по Республике Дагестан прошли лично-командные соревнования по легкой атлетике

Резидент «Инсайт Люди» Дмитрий Зубов установил мировой рекорд по чеканке мяча


ATP

Лучший теннисист Казахстана узнал позицию в обновленном рейтинге ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Людмила Самсонова

Теннисистка Самсонова вышла в финал турнира в Хертогенбосхе



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России