ნავალნი და ავღანელი ქალები არიან სახაროვის პრემიის ლაურეატობის კანდიდატთა მოკლე სიაში
![ნავალნი და ავღანელი ქალები არიან სახაროვის პრემიის ლაურეატობის კანდიდატთა მოკლე სიაში](https://gdb.rferl.org/023f0000-0aff-0242-daf1-08d98be55d1a_w800_h450.jpg)
პატიმრობაში მყოფი რუსი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, ავღანელ ქალთა ჯგუფი და პატიმრობაში მყოფი ბოლივიელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არიან ევროპული პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი პრიზის სამი ფინალისტი კანდიდატი.
აზროვნების თავისუფლებაში სახაროვის სახელობის პრემიის ფინალისტების მოკლე სია 14 ოქტომბერს, ბრიუსელში, დევიდ მაკალისტერმა, ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გამოაცხადა.
მაკალისტერმა თქვა, რომ 12 ავღანელი ქალის ნომინაცია იყო "მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი ქალთა უფლებებისა და ძირითადი უფლებების დაცვის და აგრეთვე მათი, ვინც მათ იცავს არა მხოლოდ ავღანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში". მაკალისტერმა განაცხადა, რომ ნავალნის ნომინაცია "აღიარებს და ხაზს უსვამს უშიშარი ადამიანის ძალისხმევას, რომელიც გამოდის დემოკრატიული მმართველობის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო მშვიდობისა და კორუფციასთან ბრძოლისთვის".
გამარჯვებული 21 ოქტომბერს გამოვლინდება. სახაროვის პრემია, რომელიც 50 000 ევროს შეადგენს და ადამიანის უფლებადამცველ აქტივისტებსა და დისიდენტებს ენიჭებათ მთელ მსოფლიოში, ყოველწლიურად გაიცემა საბჭოთა მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის, ხსოვნის პატივსაცემად.