30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ყანდაარის შიიტურ მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად
![30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ყანდაარის შიიტურ მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად](https://gdb.rferl.org/46be0000-0aff-0242-9623-08d98fca4a81_w800_h450.jpg)
სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მომხდარი აფეთქების შედეგად ქალაქ ყანდაარში მდებარე შიიტურ მეჩეთში, რომელიც პარასკევის ლოცვაზე ხალხით იყო სავსე. აფეთქების შემდეგ მეჩეთში შეიჭრა ორი შეიარაღებული პირი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა იქ მყოფ ადამიანებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ მობილური ტელეფონებით გადაღებულ ფოტოებზე ჩანს ათეულობით დახოცილი ადამიანის გვამი მეჩეთის იატაკზე.
მანამდე ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა ყუნდუზის შიიტურ მეჩეთში 8 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებაზე, რასაც ადგილობრივი მედიის ცნობით 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.