„ლევადა-ცენტრი": რუსების მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ ლგბტ პირებს მათი თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეთ
![„ლევადა-ცენტრი](https://gdb.rferl.org/234393E1-F7BB-4470-B5DC-DCC6A80DF00E_w800_h450.jpg)
რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 33%-ი ეთანხმება იმ აზრს, რომ ლგბტ პირები უნდა სარგებლობდნენ იმავე უფლებებით, რითაც რუსეთის სხვა მოქალაქეები. ამას ადასტურებს„ლევადა-ცენტრის“ დამოუკიდებელი სოციოლოგების მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ იმ ადამიანები რიცხვი, რომლებიც ლგბტ პირებისათვის თანასწორ უფლებებს უჭერენ მხარს, არსებითად შემცირდა 2019 წელთან შედარებით, როდესაც ანალოგური კვლევა ჩატარდა.
2 წლის წინ გამოკითხულთა 47% უჭერდა მხარს ლგბტ პირებისათვის თანაბარი უფლებებით სარგებლობას. სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ რუსეთში ბოლო ორ წელს 43%-დან 59%-მდე გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ლგბტ პირები არ უნდა სარგებლობდნენ მათი თანაბარი უფლებებით, რაც ამ საკითხის გარშემო რუსეთის მოსახლეობაში არსებულ პოზიციათა პოლარიზებაზე მეტყველებს.
რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 33%-ი ეთანხმება იმ აზრს, რომ ლგბტ პირები უნდა სარგებლობდნენ იმავე უფლებებით, რითაც რუსეთის სხვა მოქალაქეები. ეს გამომდინარეობს „ლევადა-ცენტრის“ დამოუკიდებელი სოციოლოგების მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად.
„ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადჰყოფს, რომ გამოკითხულთა 38% ზიზღით ან შიშით ეკიდება ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანებს. უემოციოდ და მშვიდად არის განწყობილი ლგბტ პირების მიმართ მხოლოდ გამოკითხულთა 32%.
2020 წელს მიღებული საკონსტიტუციო შესწორებების შედეგად რუსეთში ნებადართულია მხოლოდ „ქალისა და კაცის კავშირი“ და აკრძალულია ერთი და იმავ სქესის პირთა ქორწინების რეგისტრაცია.