მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მისი პირადი ექიმი ციხეში შევიდა
5-დღიანი ლოდინის შემდეგ რუსთავის #12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდა მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე. მან საშვი ჯანდაცვის სამინისტროში სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე შექმნილი სპეციალური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ მისცეს, რომელსაც თავად ესწრებოდა.
როგორ ყიფშიძემ თქვა, ახალი წესების თანახმად, მან ციხეში შესასვლელი საშვი არა გარკვეული პერიოდულობით, არამედ ყოველდრიურად უნდა აიღოს. სწორედ, საშვთან დაკავშირებული პრობლემის გამო, მან სააკაშვილის მონახულება 5 დღის განმავლობაში ვერ შეძლო.
რაც შეეხება სპეციალური ჯგუფის შეხვედრას, ყიფშიძე ამბობს, რომ მის წევრებს სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ბოლო ანალიზების გაცნობის საშუალება არ ჰქონიათ. ჯგუფის მორიგი შეხვედრა 19 ოქტომბერს გაიმართება.
ჯგუფის წევრი, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი კარდიოლოგიის დარგში ზურაბ ფაღავა ამბობს, რომ დღეს, 15 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე დასახეს კვლევების ახალი გეგმა, რომლის მონაცემებსაც განიხილავენ. „სამშაბათს შედგება ჩვენი შეხვედრა ბატონ პრეზიდენტთან", - აღნიშნა ფაღავამ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მზად არის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განიხილოს.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან, დაპატიმრების დღიდან, შიმშილობს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია. მას სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.