ვის რა დაანახა ქუჩაში გამოსულმა ხალხმა და რა იქნება მერე?
თბილისში, 14 ოქტომბერს გამართული ხალხმრავალი მიტინგის მთავარი მოთხოვნა იყო ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, რუსთავის ციხეში მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ პატიმარი სასჯელის სრულ ვადას მოიხდის.