რა მოხდა რუსთავის ციხეში 14 ოქტომბერს
რუსთავის მე-17 საპატიმრო დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ციხეში მყოფი სხვა პატიმრების ადვოკატები ამბობენ, რომ რეაგირება დაგვიანებული, ვითარება კი არასწორად იყო მართული. ოფიციალური ინფორმაცია ხანძრის შესახებ ფრაგმენტულია და არ სცემს პასუხს მნიშვნელოვან კითხვებზე