Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2021

IDFI ახალ კანონპროექტზე: შეიძლება მსუსხავი ეფექტი იქონიოს გამოხატვის თავისუფლებაზე

0
IDFI ახალ კანონპროექტზე: შეიძლება მსუსხავი ეფექტი იქონიოს გამოხატვის თავისუფლებაზე

საარჩევნო კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს ეხმაურება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). 

18 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ბიურომ  მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტების განხილვის დაწყებას.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ცვლილებებით განისაზღვრება წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალის შინაარსობრივი მოთხოვნები. კერძოდ, იკრძალება იმგვარი სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის მიმართ „უარყოფითი განწყობის შესაქმნელად“. ცვლილებები ითვალისწინებს როგორც პოლიტიკური სუბიექტის, ისე გამავრცელებლის/მესაკუთრის დაჯარიმების შესაძლებლობას 2000, რიგ შემთხვევებში კი 4000 ლარის ოდენობით.

IDFI მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებში მონაწილეობის უფლების განუყოფელი კომპონენტია. მისი შეფასებით, ამ პროცესის შინაარსობრივი რეგულირება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, იმდენად, რამდენადაც მაღალია როგორც გამოხატვის თავისუფლების, ისე არჩევნებში მონაწილეობის უფლების დარღვევის საფრთხე. განცხადების თანახმად, სააგიტაციო მასალის გავრცელება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად შეიძლება იწვევდეს ამომრჩევლის უარყოფით დამოკიდებულებას, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და 24-ე მუხლებით.  ამასთან, მას მიაჩნია, რომ ინიცირებული კანონპროექტით მკვიდრდება ბუნდოვანი, არაერთგვაროვნად განმარტებადი მოთხოვნა, რამაც შეიძლება მსუსხავი ეფექტი იქონიოს გამოხატვის თავისუფლებაზე და, იმავდროულად, საარჩევნო სუბიექტთა თანასწორობაზე.

IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს.

შპს „ალმას“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოიწონა და მისი მიღება მიზანშეწონილად მიიჩნია. შემდეგ კი საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები გახდნენ პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, შალვა პაპუაშვილი, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, გურამ მაჭარაშვილი, ალუდა ღუდუშაური, მიხეილ სარჯველაძე, ნინო იობაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და ირაკლი ბერაია.

საქმე ის არის, რომ სარეკლამო კომპანია „ალმას" ბილბორდებზე „სისხლიანი ბანერები" 2 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებამდე, 17 სექტემბრიდან გამოჩნდა. მათზე ნეგატიურ კონტექსტში, სისხლის მსგავსი შეფერილობით გამოსახული იყვნენ ოპოზიციონერი ლიდერები და ოპოზიციური მედიის „მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია, ასევე, „TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. პლაკატებზე გამოკრული პოლიტიკოსები იყვნენ: მიხეილ სააკაშვილი, გუბაზ სანიკიძე, ზურა ჯაფარიძე, გიგა ბოკერია. წელს, წინა წლისგან განსხვავებით, ამ ბილბორდზე მოხვდა ყოფილი პრემიერი, „ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი გიორგი გახარია.

როგორც „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ თქვა, კომპანიამ არ განათავსა მათი ნეგატიური რეკლამა (ბიძინა ივანშვილის მიმართ), რომლის ხელშეკრულებაც უკვე დადებული იყო. 

„ევროპული საქართველოს" ბანერის გაკვრამდე ერთი დღით ადრე სარეკლამო კომპანია „ალმამ" პარლამენტს მიმართა და სიძულვილის ენის შემცველი რეკლამის განთავსების აკრძალვა მოითხოვა.





Губернаторы России
Москва

Собянин: Доля новейших вагонов в метро Москвы с 2010 года увеличилась в шесть раз





Москва

Российские компании придерживаются собственного подхода в ESG


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Концерт

Сказка Ульгэра «Волшебные башмачки Элли» по мотивам знаменитой сказки Александра Волкова «Волшебник Изумрудного города» - Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Российские флаги снова вывесили на матче Евро-2024 между Англией и Сербией

Спортсмен Росгвардии занял второе место в личном многоборье на Играх БРИКС

Военно-спортивный фестиваль Росгвардии открылся в «Лужниках»


Андрей Рублёв

Теннисисты Рублев, Хачанов и Самсонова не сыграют на Олимпиаде-2024



Новости Крыма на Sevpoisk.ru


VIP

Филипп Киркоров, Люся Чеботина, SHAMAN – 25 ярких звезд в Открытой студии «Авторадио» на «Премии МУЗ-ТВ 2024»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России