Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Октябрь
2021

გოცირიძე: დაახლოებით ისეთი სახე ჰქონდა, ორი გოლი რომ გაუშვა იმ დღეს სტადიონზე

0

ვის შეიძლება მოეწონოს კახა კალაძის ჟესტიკულაცია და გაფითრებული სახე – დაახლოებით ისეთი სახე ჰქონდა, ორი გოლი რომ გაუშვა იმ დღეს სტადიონზე, ის კახა კალაძე გამახსენდა,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, კახა კალაძეს არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემდეგ, შოკში ჩავარდნილი ადამიანის სახე ექნება.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, კახა კალაძე იმას ამბობს, რასაც ბიძინა ივანიშვილი უბრძანებს.

„შოკში ჩავარდნილი ადამიანის სახე ჰქონდა, ზუსტად ასეთი სახე ექნება ახლა არჩევნების მერე. როგორ შეიძლება იკადრო, ერთი დღე გამოდიოდე და სიმშვიდისკენ მოუწოდებდე, მოდით, მეგობრებო მშვიდობიანად ვიცხოვროთო… ბავშვობაში „კატა ლეოპოლდის“ მულტფილმი იყო, აწვალებდნენ ძაღლს და მოუწოდებდა, მოდით მეგობრულად ვიცხოვროთო. თვითონ კალაძე სამი დღის წინ ასე გამოდიოდა და ახლა ქოფაკივით გამოვარდა, რასაც ივანიშვილი უბრძანებს, იმას ლაპარაკობს“,-განაცხადა გოცირიძემ.

როგორც მან აღნიშნა, დღეს თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი, კახა კალაძე არა ემოციურად, არამედ „ქაჯურად საუბრობდა“.

„დამტკბარი, დაშაქრული ენით გამოდიოდა კახა კალაძე ორი დღის წინ და დღეს შეხედეთ რას ჰგავს, ფრანკენშტეინი რომ გინახავთ კინოში დაახლოებით, თვალები გადმოკარკლული – „ძირს ნაცები“, „დავამთავროთ „ნაცებიო“, ისევ აღდგა პლაკატები, ისევ საშინელ ტერმინებს იყენებენ. ემოციურად კი არა, ქაჯურად საუბრობდა“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი შეფასებით, დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერები პანიკაში არიან.

„პანიკაში არიან, სრული ისტერია ემართებათ ლიდერებს და მათი განცხადებებიც ამას მოწმობს. საშინელი ტექსტებით გამოდიან. შიდა კვლევა ჩაატარეს და იციან, რომ თითქმის ყველგან აგებენ. ამიტომ პანიკა და შიში მათ რეალურ საფრთხეს უქმნით. სწორედ ამიტომ დაიწყეს მათ ტოტალური მობილიზება, სურთ ყველა პროპაგანდისტული რესურსი გადაისროლონ მთავარ ფრონტზე, მაგრამ ეს ვერ უშველით“, – განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შესაძლო შერიგების საკითხს, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია სწორედ შერიგებასა და სიმშვიდეზეა ორიენტირებული.

„შერიგების შინაარსი არის ის, რომ მტყუანია თუ დამნაშავე ესა თუ ის ადამიანი, ამას სამართლიანი სასამართლო განსჯის. არ იქნება პოლიტიკურად მართული სასამართლო და ის სასამართლო გამოიტანს ვერდიქტს. ეს ვერდიქტი იქნება სანდო. არ იქნება პოლიტიკური პოლიცია, გაუქმდება სუს-ი, ძალაუფლება გადანაწილებული იქნება ოპოზიციურ პარტიებს შორის. საბოლოოდ, მტყუანსა და მართალს განსჯის ობიექტური, მათ შორის საერთაშორისო დახმარებით შექმნილი სასამართლო. იმის გამო, რომ დავივიწყოთ ყველაფერი, ყველას ყველაფერი ეპატიოს და ამ 9 წლის განმავლობაში რაც ძარცვეს, ის შერჩეთ, ასე არ არის. არ იქნება ამა თუ იმ ადამიანის დევნა პოლიტიკური ნიშნით და არა ის, რომ დამნაშავეები არ დაისჯებიან“, – განაცხადა გოცირიძემ.





Губернаторы России
Москва

Собянин прибыл в Китай с рабочим визитом





Москва

Топ-5 самых ярких зарубежных архитектурных проектов на первичном рынке Москвы


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о росте турпотока из Китая



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Фёдор Шаляпин

«Всю жизнь я зарабатывал пением и… легким аферизмом». Прохор Шаляпин раскрыл источники дохода в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» на ТВ-3    




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Резидент «Инсайт Люди» Дмитрий Зубов установил мировой рекорд по чеканке мяча

В Лужниках состоялась церемония открытия Всероссийской Спартакиады Специальной Олимпиады

Красногорск первым встретил участников международного супермарафона Москва-Минск


Большой шлем

Рублёв и еще два российских теннисиста не сыграют на Олимпиаде в Париже



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Председатель ГД Володин: 22 июня навсегда останется для нас Днем памяти и скорби



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России