ნიკა მელიამ თბილისის მთავრობის კოალიციური გუნდის კანდიდატურები წარადგინა
30 ოქტომბერს დანიშნული თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურისთვის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ნიკა მელიამ მოადგილეობის კანდიდატები დაასახელა. ესენი არიან:
თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი - მამუკა ხაზარაძე - „ლელო"-ს ლიდერი;
თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე;
თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია - „დროა"-ს ლიდერი;
თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი ირაკლი აბესაძე.
ნიკა მელიამ საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელობის კანდიდატურებიც წარადგინა. ისინი სხვადასხვა პარტიებიდან არიან, მათი ნაწილი კი უპარტიოა.
ჯანდაცვისა და სოციალური სამსახური - სოფო ჯაფარიძე („ნაციონალური მოძრაობა")
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - მედეა მეტრეველი („ლელო");
შიდა აუდიტის სამსახური - გიორგი ნონიაშვილი („ევროპული საქართველო";
შესყიდვების სამსახური - მამუკა აჩბა („ერთიანი საქართველო");
მუნიციპალური ინსპექცია - დიმიტრი ბიძინაშვილი („ნაციონალური მოძრაობა");
იურიდიული სამსახური - გიგა ლემონჯავა („დროა");
მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - დავით ლაგვილავა („ნაციონალური მოძრაობა");
ტრანსპორტის სააგენტო - ვასო ურუშაძე;
თბილისის განვითარების ფონდი - ნიკა ვაჩეიშვილი;
თბილსერვის ჯგუფი - ბესო გაზდელიანი („ნაციონალური მოძრაობა");
გლდანის გამგებელი - თენგიზ გიორგაძე („ნაციონალური მოძრაობა");
ნაძალადევის გამგებელი - ლერი დემეტრაშვილი;
დიდუბის გამგებელი - დავით ნაფეტვარიძე;
ჩუღურეთის გამგეობა - კახა ჟღენტი („ლელო");
ვაკის გამგეობა - საბა ბუაძე („ლელო");
საბურთალოს გამგეობა - ოთარ თავართქილაძე („ერთიანი საქართველო");
ისნის გამგეობა - ლანა გალდავა („ლელო");
სამგორის გამგეობა - გულიკო ზუმბაძე („ლელო");
კრწანისის გამგებელი - რომეო ფარულავა („ნაციონალური მოძრაობა");
მთაწმინდის გამგეობა - თაზო დათუნაშვილი („ლელო")
არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი - ანა ბიბილაშვილი („ლელო").
არჩევნების მეორე ტურში ნიკა მელიას კონკურენტია მმართველი პარტიის კანდიდატი კახა კალაძე.