სუდანის არმიის ხელმძღვანელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
![სუდანის არმიის ხელმძღვანელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა](https://gdb.rferl.org/05030000-0a00-0242-62a7-08d997bab0a2_w800_h450.jpg)
სუდანის არმიის ხელმძღვანელმა აღმოსავლეთ აფრიკის ამ სახელმწიფოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ძალებმა, როგორც ჩანს სამხედრო გადატრიალების ფარგლებში დააკავეს პრემიერ-მინისტრი და კიდევ რამდენიმე სამოქალაქო ლიდერი.
ტელევიზიით გადაცემულ მიმართვაში გენერალი აბდელ-ფატა ბურჰანი 25 ოქტომბერს ამბობს, რომ მან დაშალა სუვერენული საბჭო - სამოქალაქო და სამხედრო პირებისგან შემდგარი ორგანო - ისევე, როგორც მოქმედი პრემიერ-მინისტრის, აბდალა ჰამდოკის გარდამავალი მთავრობა.
მანამდე, ინფორმაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაკავებულია სუვერენული საბჭოს სამოქალაქო წევრების უმრავლესობა და გარდამავალი მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი. დაკავებულები უცნობ ადგილას არიან გადაყვანილნი.
დედაქალაქ ხარტუმის და ქალაქ ომდურმანის ქუჩებში სამხედრო და საპარლამენტო ძალებია განთავსებული, ვრცელდება ცნობები ინტერნეტის გათიშვის შესახებ.
გადატრიალების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ დემოკრატიის მომხრე ათასობით მოქალაქე ქუჩებში გავიდა პროტესტის გამოხატვის მიზნით. იყო ცნობები სროლის ხმის და დაჭრილი ადამიანების შესახებ.