მაია მწარიაშვილი სააკაშვილის საქმეებზე: ჩვენ არც განაჩენი ვიცით და არც ბრალდების დოკუმენტი ვიცით
თბილისის ყოფილი პროკურორი, კომპანია BLB-ის პარტნიორი მაია მწარიაშვილი „საღამოს საუბრებში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმეების მიმართ საზოგადოების ნდობის საკითხის კომენტირებისას ამბობს, რომ ყველასთვის უკეთესი იქნებოდა იმ სტანდარტების მართლმსაჯულების ქონა, რომელსაც ენდობიან და რომლის ობიექტურობასა და სამართლიანობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ ჩნდება.
„ამ მოცემულობაში, როდესაც პოლიტიკური ინტერესი ამხელაა, როდესაც ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ თუ არ წახვალ პოლიტიკიდან, დაგიჭერთ, დაგიმატებთ კიდევ სხვა ბრალდებებსაც, ჭკვიანად თუ არ მოიქცევი, როდესაც მანამდე სასამართლოები დახურულ რეჟიმში დაუსწრებლად მიმდინარეობდა და ჩვენ არც განაჩენი ვიცით და არც ბრალდების დოკუმენტი ვიცით, თავისთავად ცხადია, რომ ასეთი დახურული პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობა ნულოვანი იქნება“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა „საღამოს საუბრებში“.
ვრცლად იხილეთ აქ