Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2022

კულტურის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის ისტორიული შენობა შეიძინა

0

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რის გამოც ის დღემდე ქირაობდა საოფისე შენობას. ამასთან, კერძო მესაკუთრესთან ამჟამად გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი 2021 წლის 31 დეკემბერს იწურებოდა.

„სააგენტოს საოფისე ფართი თაბუკაშვილის ქუჩაზე შეუთავსებელია მის დღევანდელ საჭიროებებთან, მით უმეტეს, რომ მასში 2006 წლიდან სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დანაყოფი იქნა განთავსებული. სააგენტოს ახალი ოფისი არის ერთ-ერთი გამორჩეული შენობა მთელ აღმაშენებლის გამზირზე, როგორც ისტორიული, ისე მხატვრული თვალსაზრისით. დავით აღმაშენებლის N79-ში მდებარე სახლი ქვისა და მარმარილოს სახელოსნოს დამაარსებელს, წარმოშობით იტალიელ მოქანდაკეს, ანჯელო ანდრეოლეტის ეკუთვნოდა და ის 1901 წელს არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტით აშენდა. შენობის მთავარი ფასადი აღმაშენებლის გამზირზე გადის. მისი მხატვრული გადაწყვეტა მცირედ განსხვავდება თავდაპირველი პროექტისაგან, თუმცა ღიობების რაოდენობა და ფასადზე დეკორის განაწილების პრინციპი შენარჩუნებულია.

მესამე სართულის კიბის უჯრედის კედლებზე დატანილია ფერწერული პანოები, მარმარილოს პილასტრები და თაბაშირის დეკორირებული პანელები. კედლებზე განთავსებული ხუთი ფერწერული პანო მოქცეულია სწორკუთხა პროფილირებულ ჩარჩოში. ნამუშევრები 1997 წელს მხატვარმა მამუკა ცეცხლაძემ შექმნა. ამავე კიბის უჯრედის ჭერზე დატანებულია ღიობი, რომელიც ვიტრაჟით არის შევსებული. ვიტრაჟი შექმნილია გეომეტრიული მოტივებით და სხვადასხვა ფერის საღებავით. ინტერიერში ასევე მნიშვნელოვანია მესამე სართულის ერთ-ერთ ოთახში განთავსებული ბუხარი, რომელიც რეაბილიტაციის შედეგად, სხვადასხვა ფერის, ახალი მარმარილოს ქვითაა მოპირკეთებული.

შენობის პრეზენტაციისას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის მოცემული შენობის შეძენის ინიციატივის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ეს ინიციატივა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სააგენტოს თანამშრომლებისთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. თეა წულუკიანს ეკუთვნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის გამართული ინფრასტრუქტურის შეძენის ინიციატივა. მიმდინარე წლის სექტემბერში მინისტრი პირადად გაეცნო სააგენტოს ინფრასტრუქტურულ პრობლემებს და ადგილზე ვიზიტისას აღნიშნა, რომ სამინისტრო იწყებდა მუშაობას სააგენტოსა და მის თანამშრომლებისთვის სათანადო ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნაზე.

აღსანიშნავია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2021 წლის 13 დეკემბერს გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შენობის საორიენტაციო საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 8 097 530 ლარით, ხოლო შეძენისას გადახდილი იქნა ღირებულებაზე ნაკლები, 7 739 250 ლარი (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით). კულტურის სამინისტრომ მოცემული ფინანსური რესურსის მობილიზება მთელი სისტემის მასშტაბით წლის ბოლოს გამოვლენილი ეკონომიების ხარჯზე შეძლო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელშეწყობით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის საოფისე ფართი შეიძინა”, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Леонид Агутин

Леонид Агутин посвятил ушедшей Анастасии Заворотнюк песню и клип




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Спортсмены из Химок выиграли Первенство Подмосковья по автокроссу

Фильм «Мой любимый чемпион» показали в павильоне «Роснефти» на ВДНХ в Москве

Дептранс Москвы раскрыл детали инцидента на станции метро "Спортивная"


Ролан Гаррос

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Собянин поздравил победителей городского конкурса в сфере культуры и искусства



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России