ზურაბიშვილმა ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა: საქართველო, როგორც არასდროს, საჭიროებს თქვენს მამობრივ მზრუნველობას
![ზურაბიშვილმა ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა: საქართველო, როგორც არასდროს, საჭიროებს თქვენს
მამობრივ მზრუნველობას](https://gdb.rferl.org/08810000-0a00-0242-cfa3-08d9cf98a47a_cx0_cy31_cw0_w800_h450.jpg)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
„თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ დაბადების დღეს ქართული საზოგადოების სახელით. მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ქართველობა თქვენი ლოცვით ინარჩუნებს რწმენას, სამშობლოს სიყვარულსა და მორალურ პრინციპებს.
დღეს, როცა პანდემია მძვინვარებს და ჩვენი საზოგადოება შეპყრობილია პოლარიზაციის სენით, საქართველო, როგორც არასდროს, საჭიროებს თქვენს მამობრივ მზრუნველობასა და ლოცვას. მრავალფეროვანი ქართული საზოგადოების სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას", - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მილოცვაში.
ილია მეორე 4 იანვარს 89 წლის გახდა.