ბრძოლა გელათის გადასარჩენად
გელათის კომპლექსი საქართველოს ეროვნული განძი და „იუნესკოს“ მიერ აღიარებული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ამიტომაც, 2020 წლის გაზაფხულზე ბევრი ქართველისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული კადრების დანახვა - გელათის სახურავის ნაწილი ლურჯი ტენტით იყო დაფარული.