Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2022

ბრილიანტები, ანანასები და დახვრეტა საბჭოურად

0
ბრილიანტები, ანანასები და დახვრეტა საბჭოურად

უკრაინის კგბ-ს არქივში ნაპოვნი მასალები მეტყველებს კორუფციაში ბრალდებული ხილით მოვაჭრის წარმოუდგენელ სიმდიდრეზე და სასტიკ სასჯელზე.

1960-იანი წლების დამდეგს საბჭოთა ხელისუფლებამ ნიკიტა ხრუშჩოვის ხელმძღვანელობით ჯვაროსნული ომი წამოიწყო შავი ბაზრის წინააღმდეგ. ქვეყნის მასშტაბით შეუდგნენ გადამყიდველების უპრეცედენტო მონდომებით დაპატიმრებას.

2021 წელს კიევში, უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) არქივში, ისტორიკოსმა ედუარდ ანდრიუშჩენკომ აღმოაჩინა დოსიე, რომელიც შეიცავს კორუფციაში ბრალდებული ერთი პირის შესახებ დეტალებს, რომელიც ამ კამპანიის ფარგლებში დააკავეს და დასაჯეს.

იაკოვ შეინკინი 1944-1954 წლებში ექსპედიტორად მუშაობდა. ის რეგულარულად მგზავრობდა კიევიდან დასავლეთ უკრაინაში ვაშლის ჩამოსატანად. კგბ-ს მასალების მიხედვით, ის ამავე დროს თავისთვისაც ყიდულობდა ვაშლს, თითო ჯერზე დაახლოებით 9 ტონას. კგბ-ს ინფორმაციით, შეინკინი ამ საქონელს არალეგალურად ყიდდა კიევის მაღაზიებში და, როგორც ჩანს, მოგებას მაღაზიების გამგეებს უნაწილებდა.

მოგვიანებით შეინკინმა გააფართოვა სამოქმედო ასპარეზი მას შემდეგ, რაც საბითუმო ვაჭრობის საწყობში დაიწყო მუშაობა. ბრალდებით, მან იქ ააწყო უკანონო ვაჭრობა, რომელშიც ჩართული იყვნენ მმართველები, გამყიდველები და მძღოლები. კგბ-ს თანახმად, სქემის ნაწილი იყო ანგარიშების გაყალბების მეშვეობით ხილის ქურდობა, მათ შორის - ბანანისა და ანანასის, რაც საბჭოთა კავშირში დეფიციტი იყო. შემდეგ სქემის მონაწილეები მოპარული ხილის რეალიზაციას ახდენდნენ.

1961 წლის დამდეგისთვის შეინკინმა თავი მოუყარა 1,2 მილიონი მანეთის ქონებას, რაც მაშინდელი ოფიციალური კურსით 300 ათასი აშშ დოლარი იყო. მაგრამ შეინკინი ამ ქონებას არ აჩენდა და სიბერისთვის ინახავდა ოქროს სახით.

თავისი გავლენიანი ბიძაშვილის, აბრამ პერსიონის მეშვეობით შეინკინმა ასევე დაიწყო თავისი ქონების დივერსიფიკაცია - ყიდულობდა სამკაულს და ძვირფას ბეწვეულს.

შეინკინის ყველაზე თვალსაჩინო შენაძენი იყო ბრილიანტებით გაწყობილი ოქროს ბროში. კგბ-ს ანგარიშის მიხედვით, შეინკინმა მასში გადაიხადა 125 ათასი მანეთი - საშუალო საბჭოთა ადამიანის 13 წლის ხელფასი.

1960 წელს შეინკინმა, როგორც ჩანს, ნერვიულობა დაიწყო მის ბინაში დახვავებული ძვირფასეულის გამო. და დაიწყო სამკაულისა და ოქროულის შეკვრების დარიგება ნათესავებისა და მეგობრებისთვის, რომ მისთვის შეენახათ ისინი. მათ შორის იყო მისი ბიძაშვილი პერსიონი.

შეინკინი ტყუილად არ ნერვიულობდა. 1960 წლის თებერვალში ის დააპატიმრეს ათობით სხვა ადამიანთან ერთად, რომლებიც, გამოძიების თანახმად, დაკავშირებული იყვნენ შავ ბაზარზე ხილით ვაჭრობასთან. როცა დაპატიმრებების შესახებ ცნობები საბჭოთა პრესაში გამოჩნდა, შეინკინის ახლობლებს, რომლებსაც მან თავისი ძვირფასეული ჩააბარა შესანახად, ელდა ეცათ.

მაშინ, როცა კგბ კიევში ხილით უკანონო მოვაჭრეთა საქმეს იძიებდა, შეინკინის ძვირფასეულის მცველებმა სხვადასხვა გზით დაიწყეს მათთვის მინდობილი ოქროსა და სამკაულისგან გათავისუფლება.

პერსიონი მივიდა შეინკინის ქალიშვილისა და სიძის, მოისეი გიტელმანის სახლში და ოქროთი სავსე კოლოფები ჩააწყო მათი ბავშვის საწოლში და მასპინძლების პროტესტების მიუხედავად გაუჩინარდა ბინიდან. შეშინებულმა ცოლ-ქმარმა იაკოვ შეინკინის გარდაცვლილი მეუღლის საფლავში სცადეს ოქროს დამალვა.

1962 წლის გაზაფხულზე დააპატიმრეს პერსიონი, გიტელმანი და რამდენიმე სხვა პირი, რომლებსაც შეინკინის ძვირფასეულის შენახვა ედებოდათ ბრალად. მთლიანობაში ამოიღეს შეინკინისთვის შენახული თითქმის 12 კილოგრამი ოქრო 2000-მდე ოქროს მონეტის სახით, ასევე 600 გრამი ძვირფასი თვლები, ბეწვეული და სხვა ძვირფასეულობა.

1962 წლის დეკემბერში საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა 35 პირი, რომლებიც, ოფიციალური ინფორმაციით, დაკავშირებული იყვნენ ხილის ქურდობასთან. შეინკინს თავიდან მიუსაჯეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და სამი წლით გადასახლება.

მაგრამ ხილით მოვაჭრეს ცუდმა დრომ მოუსწრო და განწირული აღმოჩნდა. ხრუშჩოვს ასეთ საქმეებზე საჩვენებელი პროცესები სურდა. მალე საქმეში ჩაერთო სსრკ-ს უზენაესი სასამართლო, რომელმაც გამოსცა ბრძანებულება, რომ სასამართლოს „უფლება ეძლეოდა“ შეინკინისა და სხვებისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა.

1963 წლის აპრილში გაიმართა კიდევ ერთი სასამართლო პროცესი, რომელშიც ბრალდებულებს უფრო მკაცრი განაჩენები გამოუტანეს. პერსონს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, გიტელმანს - რვა წლით, შეინკინს კი დახვრეტა მიესაჯა.

განაჩენის გამოტანიდან მალე საბჭოთა ხელისუფლების რუპორმა, გაზეთმა „ვეჩირნი კიივმა“ გამოაქვეყნა პროპაგანდისტული სტატია სათაურით „ჭუჭყი“.

„კიდევ ერთი ბინძური ლაქა მოშორდა ჩვენი ქალაქის ნათელ სახეს... როცა თეფშები ჭუჭყიანდება, დიასახლისი მათ წმენდს. საბჭოთა ხალხი შეუბრალებლად ჩამოიწმენდს ჭუჭყის მცირე ნაკვალევსაც კი...“

გაზეთში არ არის ნახსენები უმკაცრესი განაჩენები, რომლებიც ხრუშჩოვის ჩარევის შედეგად გამოიტანეს.

შეინკინმა განაჩენი გაასაჩივრა, მაგრამ 1963 წლის 22 მაისს უარი ეთქვა სააპელაციო სარჩელზე. ამის შემდეგ ის მალე დახვრიტეს.

(Current Time-ისა და ეიმოს ჩეპლის მასალების მიხედვით)





Губернаторы России
Москва

Собянин: Благодаря модернизации театры Москвы создают уникальные декорации





Москва

РОСГВАРДЕЙЦЫ ЗАДЕРЖАЛИ МУЖЧИНУ С ПОДДЕЛЬНЫМИ ДОКУМЕНТАМИ В МОСКВЕ


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Москва подписала ряд крупных соглашений на Петербургском форуме



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Ольга Бузова

Бузова ответила Собчак на критику концерта в Уфе




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Более 1 тыс человек стали участниками циркового шествия на выставке «Россия»

Что можно отметить в этот день

В Москве 14-летний мальчик ранил ножом 16-летнего юношу на футбольном поле


Андрей Ольховский

Экс-теннисист Ольховский: российские теннисисты выступили ниже ожиданий



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России