Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2022

ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

0
ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 2021 წლის 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული სამი პირი.

მამა-შვილ სურმანიძეების და ბინის მფლობელი ზაურ ბუდაგოვის ადოკატები 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ. ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.  სამივე მათგანს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა გასული წლის 11 ოქტომბერს შეუფარდა. 

გამოძიება მათ სისხლის სამართლის სხვადასხვა მუხლებით სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას და გაუფრთხილებლობას  ედავება, რამაც ადამინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  ბრალის დადასტურების შემთხვევაში მამა-შვილ სურმანიძეებს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ელით. ზაურ ბუდაგოვს კი 5 წლამდე პატიმრობა.

გამოძიების ვერსიით ზაურ ბუდაგოვი7 -სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე, თავის კუთვნილ ფართში ნებართვის გარეშე აწარმოებდა სამუშაოებს. მისმა დაქირავებულმა მუშებმა მამა-შვილმა სურმანიძეებმა სარემონტო სამუშაოების წარმოების დროს მზიდი კედელი მოშალეს, რაც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით კორპუსის ჩამონგრევის მიზეზი გახდა. ბრალდების მხარე ექსპერტიზის ამ დასკვნას  მთავარ მტკიცებულებად მიიჩნევს.

საქმის პროკურორის თქმით, საქმეში არსებული დაკავებულების ჩვენებებიდან ირკვევა რომ: „[2021 წლის] 8 ოქტომბერს დილით ბინის კარი ვერ გახსნეს, შემდეგ მიტანილი რკინის დანადგარით მზიდი კედლების გამაგრება სცადეს, 10 წუთის შემდეგ დატოვეს საცხოვრებელი სახლი და 2 წუთში მოხდა კორპუსის ნგრევა“.

ბრალდებულების ადვოკატები დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნას ითხოვენ, ასევე იმის დადგენას იმოქმედა თუ არა სახლის ნაწილის ჩამონგრევაზე სხვა ფაქტორებმა, ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა, კორუსზე წლების წინ 2 სართულის დაშენებამ  და ჩამონგრეულ სადარბაზოსთან ლიფტის კონტრუქციის მიდგმამ.

დაკავებული მამა-შვილის ნათესავები დღეს სასამართლოს შენობასთან აქციას მართავდნენ და აცხადებდნენ, რომ სურმანიძეები სამუშაოს შესრულებლები იყვნენ და მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს. სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ ნგრევის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრები.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი სახლის სადარბაზო 2021 წლის  8  ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ნანგრევებში 9 ადამიანი მოჰყვა, მათგან ერთი გადარჩა, დაღუპულებს შორის იყო 3 ბავშვი.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Eurasianet: Азербайджан публично и цинично уничтожает армянское культурное и историческое наследие в Нагорном Карабахе


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Детский фестиваль искусств «Небо» станет праздником для всей семьи



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Тимати

«Ты кого здесь уму-разуму учить собрался? Берега не путай», — Киркоров получил претензию от Тимати




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Муж Заворотнюк дал волю эмоциям на прощании с актрисой

Фильм «Мой любимый чемпион» показали в павильоне «Роснефти» на ВДНХ в Москве

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025


Ролан Гаррос

Бывшая российская теннисистка спела гимн Франции



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Киев

Зеленский: после «заморозки» конфликт опять вспыхнет



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России