Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2022

ნატოს ღია კარის პოლიტიკა რუსეთის მუქარის პირისპირ - რა არ უნდა გამოგრჩეს 13 იანვარს

0

"შეუსრულებლობისთვის განწირული" - ნატოს პასუხი რუსეთის მოთხოვნებზე 

ნატო ერთსულოვნად აცხადებს, რომ რუსეთის ულტიმატუმს არ მიიღებს და მისი კარი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის ისევ ღია რჩება. რუსეთი კი ამ განაცხადს კონფრონტაციად აღიქვამს.

გუშინ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რეალობასთან შეუსაბამო უწოდა მტკიცებას, თითქოს ალიანსის გაფართოება წარმოადგენდეს აგრესიულ ნაბიჯს, ხოლო თავად ნატო - „კონფრონტაციის ინსტრუმენტს“, როგორც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომის დაწყების წინ უწოდა. 12 იანვარს ნატოს გენერალურმა მდივანმა სწორედ რუსეთი დაადანაშაულა მეზობელი სუვერენული სახელმწიფოების მიმართ განხორციელებულ აგრესიაში და მოუწოდა მოსკოვს, გაიყვანოს ჯარი მოლდოვიდან, საქართველოდან და უკრაინიდან.

„ნატოს და რუსეთს საერთოდ არ გააჩნიათ გამაერთიანებელი პოზიტიური დღის წესრიგი. რუსეთის ფედერაციამ პატიოსნად მიუთითა ნატოს, რომ ურთიერთობის შემდგომი გართულება სერიოზულ რისკებს წარმოშობს. და თუ ნატო გადადის რუსეთის შეკავების პოლიტიკაზე, მოსკოვი კონტრშეკავებაზე გადავა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკომ, ნატოში მოლაპარაკებაზე ჩასული რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთს მოლაპარაკებისა და დიალოგის რეჟიმში დარჩენისაკენ მოუწოდებენ აშშ და ნატო, სადაც კვლავ შეახსენეს მოსკოვს, რომ მას მოუწევს დიდი ფასის გადახდა, თუ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განმეორებას შეეცდება.

როგორ ჩაიარა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომამ ბრიუსელში? წაიკითხე დეტალები კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

უენდი შერმანის თქმით, რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომაზე რუსეთისგან არაფერი ახალი არ მოუსმენია

სტოლტენბერგი: ნატოს წევრებმა რუსეთს მოუწოდეს, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან

აშშ-ის სენატორებმა ჯო ბაიდენს მოსთხოვეს, წინ აღუდგეს ვლადიმირ პუტინის ქმედებებს უკრაინის მიმართ

"გასაფუჭებელი უკვე გაფუჭდა" - „ფულის გათეთრების საქმე“ და ანაკლიის პორტი

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სამ წლიანი სამართლებრივი ბრძოლა 12 იანვარს მოსამართლის გადაწყვეტილებით მხოლოდ ახალ ეტაპზე გადავიდა. მართალია მოსამართლემ საქმის ხანდაზმულობის გამო ისინი არ დაიჭირა, თუმცა მუხლი გადააკვალიფიცირა და ფულის გათეთრება თაღლითობის მუხლით (180-ე მუხლით) შეუცვალა. ახლა ისინი ამ იარლიყის მოშორებას შემდეგი ინსტანციის სასამართლოში შეეცდებიან.

გუშინ ბრალდებულები ამბობდნენ, რომ საზოგადოებამ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება“იხილა. იურისტები განაჩენს მოულოდნელს უწოდებდნენ, ხოლო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები ამბობდნენ, რომ ამ სამ წელიწადში „გასაფუჭებელი უკვე გაფუჭდა“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მოსამართლის 12 იანვრის გადაწყვეტილება სამართლებრივი ხრიკია, რითაც მან პროკურატურას აუბა მხარი.

„180-ე მუხლით პროკურატურა გამოძიებას საერთოდ ვერ დაიწყებდა, რადგან [10-წლიანი] ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული იყო და ამიტომ დაიწყეს გამოძიება 194-ე მუხლით [ფულის გათეთრება]... ვფიქრობ, თავადაც კარგად იციან, რომ ეს არასწორი კვალიფიკაცია იყო, მაგრამ საქმის გასაცოცხლებლად ასე დასჭირდათ“, - ეუბნება სიმონიშვილი რადიო თავისუფლებას. 

ვიდრე საია ამ საქმის სასამართლო პროცესებს მონიტორინგს უწევდა, შეფასებებისგან თავს იკავებდა, თუმცა ახლა აცხადებენ, რომ - „ამ საქმეში ნამდვილად არის პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნები“.

რა იყო სამ წლიანი სამართლებრივი დავის სავარაუდო მიზანი და მიღწეულია თუ არა ის? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

 

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება, სადაც ის სიტყვით გამოსვლას აპირებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაესწრება დღეს, 13 იანვარს ჩანიშნულ სასამართლოს სხდომას და გამოვა სიტყვით. ამის შესახებ მისი ოფიციალური ფეისბუკ გვერდი წერს.

„მას შემდეგ, რაც ჩემ საკითხზე გამოტანილი ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, გუშინ, საქალაქო "სასამართლომ", გააუქმა ასევე მათი გადაწყვეტილება ჩემ საქმეზე. "მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო" - ასეა ზუსტად ამ "მთავრობის" და მისი სასამართლოს საქმე. ხვალ, მე მივალ "სასამართლოზე" და ვიტყვი ჩემს სათქმელს“, - წერია მის პოსტში.

დღეისთვის სასამართლოში ჩანიშნულია პროცესი სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით.

წაიკითხე მეტი.

 

სუს-ი "სიგნალის მიმღებ" და "ჩამწერ მოწყობილობებს" საიდუმლო წესით ყიდულობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალ ელექტრო მოწყობილობებს ყიდულობს. ამისთვის უწყება ტენდერს აცხადებს, რომლის ღირებულებად 101 616 ლარია მითითებული.

შესყიდვის კატეგორიას, რომლითაც ტენდერია გამოცხადებული, "ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა" ჰქვია. შესყიდვების საიტზე უწყება არ აკონკრეტებს, რა ტექნიკური საშუალებების ყიდვა სურს.

რადიო თავისუფლებას შეკითხვაზე, არის თუ არა ეს მოწყობილობები ფარული მიყურადებისთვის საჭირო ტექნიკა, სუს-ის პრესსამსახურში უპასუხეს, რომ შესყიდვებთან დაკავშირებულ ინფორმაციას მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წესით, ანუ ოფიციალური მიმართვით, 10 სამუშაო დღის ვადაში გასცემენ. ინფორმაცია ოფიციალური სახით გამოთხოვილია და მიღების შემთხვევაში მასალაში აისახება.

წაიკითხე მეტი.

 

ალმათიში ერთ დღე-ღამეში 1700-მდე ადამიანი დააკავეს საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისთვის

ალმათიში უკანასკნელი ერთ დღე-ღამეში თითქმის 1700 ადამიანი დააკავეს საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისთვის. ამოღებულია 36 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და ათას ხუთასამდე ვაზნა. ამის შესახებ ქალაქის კომენდატურა იტყობინება.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ქალაქში ჯერაც დაკეტილია აეროპორტი. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ალმათიდან რეგულარული რეისები 14 იანვარს აღდგება, ჯერჯერობით არ დასტურდება. 11 იანვარს აღდგა საერთაშორისო ავიამიმოსვლა ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანიდან.

ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს დაიწყო გათხევადებული გაზის ფასების გაორმაგების გამო. მოგვიანებით მომიტინგეთა ლოზუნგებმა პოლიტიკური ხასიათი შეიძინა. სამი დღის შემდეგ ხელისუფლებამ საგანგებო ვითარება გამოაცხადა. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა დაითხოვა მთავრობა და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი.

წაიკითხე მეტი.

 

რასა იუკნევიჩიენე: „რასაც პუტინი აკეთებს, შესაძლოა დასასრულის დასაწყისად იქცეს“

უკვე მესამე კვირაა, აშშ, ნატო და ეუთო ცდილობენ კრემლთან შეთანხმებას მნიშვნელოვანი დათმობების გარეშე - დასავლეთსა და რუსეთს შორის დაწყებული მაღალი რანგის მოლაპარაკებებს წინ უძღოდა უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების უპრეცედენტო კონცენტრაცია და ვითარების უკიდურესი დაძაბვა, დასავლეთის მხრიდან სანქციებით მუქარა რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების გრძელი „საყიდლების“ სია. ამ სიაში მოხვდა უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამუდამო და დოკუმენტირებული უარიც. გარდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიცემული დაპირების უკან წაღებისა, რომ უკრაინა და საქართველო ერთ დღეს ნატოს წევრები გახდებიან, რუსეთი ნატოს სთხოვს, არ განათავსოს სამხედრო კონტინგენტი და ტექნიკა რუსეთის სამეზობლოში. მოლაპარაკებების კვირაში ორივე მხარე ერთნაირად პესიმისტურად და უკომპრომისოდ არის განწყობილი, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე 12 იანვარს, რაიმე მნიშვნელოვანი და პროგრესული გარღვევა მოხდეს.

„რადიო თავისუფლება“ ევროპარლამენტის წევრს, ლიეტუვის ყოფილ ელჩს ნატოში და ყოფილ თავდაცვის მინისტრს, რასა იუკნევიჩიენეს, დასავლეთისა და რუსეთის მოლაპარაკებების პერსპექტივებზე, ასევე, საქართველოსა და უკრაინაზე ამ მოლაპარაკებების სავარაუდო გავლენაზე ესაუბრა.

ის ამბობს, რომ თუ რუსეთის გაჩერება ახლა ვერ მოხერხდება, უკრაინისა და საქართველოს შემდეგ ევროპას შეექმნება უამრავი პრობლემა. მისი აზრით დასავლეთი არ დაიწყებს ამ ორი ქვეყნის ბედით რუსეთთან ვაჭრობას, მაგრამ ასევე ბევრი რამ დამოკიდებულია უკრაინასა და საქართველოზეც - რამდენად ერთგულები დარჩებიან ისინი ამ არჩეული გზის.

წაიკითხე მეტი ვაჟა თავბერიძის ინტერვიუში რასა იუკნევიჩიენესთან.

რადიო თავისუფლების წარმოშობით კანადელ ჟურნალისტისთვის, სტიუარტ გრირისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო ქართული ჰოკეის გუნდის აღმოჩენა.





Губернаторы России
Москва

Мэр Москвы поздравил социальных работников с их профессиональным праздником





Москва

СОТРУДНИКИ СОБР «СТОЛИЦА» СТАЛИ ИНСТРУКТОРАМИ НА СБОРАХ ПО БЕСПАРАШЮТНОМУ ДЕСАНТИРОВАНИЮ СПЕЦНАЗОВЦЕВ РОСГВАРДИИ В ВОРОНЕЖСКОЙ ОБЛАСТИ


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Мэр Москвы поздравил социальных работников с их профессиональным праздником



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Нюша

Выпускников Оренбургской области за 5,6 млн рублей на праздничном концерте поздравит Нюша




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Что можно отметить в этот день

«Локомотив» готов рассмотреть продажу Баринова, футболистом интересуются клубы Испании, Франции и Турции

Более 1 тыс человек стали участниками циркового шествия на выставке «Россия»


Александр Зверев

Зверев и Рууд не пожали друг другу руки после полуфинала «Ролан Гаррос» – из-за проблем с желудком у норвежца



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Новости 24 часа

Профилактический рейд по противопожарной безопасности прошел сегодня в Ленинском округе



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России