Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2022

ცხინვალის დე ფაქტო კაგებე ე.წ. საზღვრის დარღვევის გახშირებულ შემთხვევებზე იუწყება

0
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტი ე.წ. საზღვრისა და სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის 2021 წლის დეკემბრის სტატისტიკას აქვეყნებს. კაგებეს ცნობით, 2021 წლის დეკემბერში სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე 55 სამართალდამრღვევი დააკავეს.


"33 სახელმწიფო საზღვრის დამრღვევია, 22 კი სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევი...


სახელმწიფო საზღვარზე არსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეჟიმების დამრღვევებთან მიმართებაში ჩატარებული პროცედურული ღონისძიებების შედეგად 25 პირი დაჯარიმდა, შვიდი პირი დაექვემდებარა ადმინისტრაციულ გაძევებას. შვიდი დამრღვევი გაფრთხილებულია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება ათი პირის მიმართ, ხოლო ექვსი პირის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე", - აღნიშნავენ უწყებაში.


დე ფაქტო რესპუბლიკის კაგებე ამ სტატისტიკაში ცალკე არ გამოყოფს საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს. თუმცა მათ მიერ გავრცელებული განცხადებიდან ცხადი ხდება, რომ დეკემბერში საქართველოს 7 მოქალაქე გადასცეს ქართულ მხარეს - ცხინვალი ამას გაძევებას უწოდებს.


გარდა ამისა, 6 მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დაუქვემდებარეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. 55 დაკავებულიდან მხოლოდ 13-ია საქართველოს მოქალაქე, დანარჩენი კი ის ადამიანები არიან, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლას ან ე.წ. სასაზღვრო ზონაში შესვლას ცდილობდნენ.


ამჟამად ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება. მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ლაშა ხეთერელის, მამუკა ჩხიკვაძის, თამაზ გოგიჩაშვილის, ზაზა მეგრელიშვილის, ვლადიმერ კანიაშვილის და კახა ნათაძის გათავისუფლების მოთხოვნით მოლაპარაკებები გრძელდება.


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს აფხაზეთის მიმართულებით 11 მოქალაქე დააკავეს, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში - 67.






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России