Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2022

ერგნეთში უკანონოდ დაკავებულთა ბრალდებების დაკონკრეტება მოითხოვეს

0
ერგნეთში უკანონოდ დაკავებულთა ბრალდებების დაკონკრეტება მოითხოვეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში დასრულდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საქართველოს სამთავრობო ჯგუფი მოითხოვდა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, მათ გათავისუფლებას და საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის გავლების პროცესის შეწყვეტას.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის თქმით, შედგა ძალიან კონკრეტული დიალოგი, საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით. თუმცა, არანაირი კონკრეტული პასუხი მათთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ.

„თითოეულ მათგანთან დაკავშირებით ჩვენ მოვითხოვეთ დაგვეკონკრეტებინა ე.წ, ბრალდებები რაც მათ მიმართ არის ინკრიმინირებული, ბატონების კანიაშვილის და ნათაძის მიმართ, მათ ედავებიან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანანო გადაკვეთას და ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდას, რაც შეეხება მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობას, ეს საკითხის საგანგებოდ იქნა დასმული და მოვითხოვეთ განმარტებები მის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ოფიციალურად განაცხადეს, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი, რათა მის მიმართ იყოს გამოყენებული რაიმე სახის ფიზიკური ზემოქმედება და გამორიცხეს ასეთის ალბათობა. ანალოგიური ინფორმაცია ასევე ვიღებთ ცხელი ხაზის მეშვეობითაც“,

ირაკლი ანთაძის თქმით, ვინაიდან ეს ინფორმაცია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრაზე იქნა მოწოდებული, რომელ შეხვედრასაც საერთაშორისო წარმომადგენლობებიც ესწრებიან ნაკლებსავარაუდოა, რომ ის არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს.

რაც შეეხება 6 დაკავებულის მიმართ შემდგომ პროცედურებს, ირაკლი ანთაძემ მიღებული პასუხის საფუძველზე განაცხადა, რომ ისინი არ აღმოაჩნდნენ მზად მოეწოდებინათ მეტად კონკრეტული ინფორმაცია.

„ჩვენთვის ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა და ბრძოლა გაგრძელდება მანამდე სანამ თითოეული მათგანი არ დაბრუნდება საკუთარ ოჯახში. კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ იქნებოდა სწორი, რათა არ გაჩნდეს არასწორი მოლოდინები. მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება და ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან სახლში“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

შეხვედრაზე, მთავარი აქცენტი, მისი თქმით, ასევე გაკეთდა ე.წ. ბორდერიზაციის თემაზე და არა მხოლოდ კირბალის კონტექსტში არამედ მთლიანად საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე დესტრუქციულ და უკიდურესად სახიფათო ქმედებებზე.

„კონკრეტულად კირბალთან დაკავშირებით, პირდაპირ მოვითხოვეთ გაეცათ პასუხი, რას ნიშნავდა ეს თეთრი მონიშვნები და მოვითხოვეთ დაედასტურებინათ ან უარეყოთ ის რომ იქ ტარდება ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის მორიგი ტალღა. სამწუხაროდ, ჩვენა ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. რაც შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ საოკუპაციო ხაზის ამ სეგმენტზე, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ამგვარ პროცესებს. აღნიშნული საკითხიც აყვანილია საერთაშორისო პარტნიორების კონტროლზე და საოკუპაციო ხაზის მოცემული სეგმენტიც იქნება კონტროლქვეშ“. - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მისი თქმით, საუბარი შეეხო ასევე ჩორჩანასთან არსებულ საგუშაგო პუნქტს, და მისი თქმით შეხვედრაზე ვერაფრით ვერ ახსენა მეორე მხარემ როგორ შეუძლია 12-კაციან პირად შემადგენლობას საფრთხე შეუქმნას უსაფრთხოების გარემოს.

ამასთან ისაუბრეს გადაადგილების შეზღუდვის საკითხებზე რაც პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მომდევნო შეხვედრა 4 მარტს გაიმართება.

ცხინვალის იზოლატორში ამჟამად საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება, რომლებსაც 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით აქვთ წაყენებული.

19 იანვარს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების გამოჩენის შესახებ ადგილობრივებზე დაყრდნობით გახდა ცნობილი. მათ თანახმად რუსეთის ე.წ. მესაზღვრეები სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხეებსა და ბუჩქებზე თეთრი ლენტების სახით ახალ ნიშნულებს აკეთებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს სოფელ კირბალში ბორდერიზაციის ახალი ეტაპის დაწყებას.





Губернаторы России
Москва

Собянин: Благодаря модернизации театры Москвы создают уникальные декорации





Москва

РОСГВАРДЕЙЦЫ ЗАДЕРЖАЛИ МУЖЧИНУ С ПОДДЕЛЬНЫМИ ДОКУМЕНТАМИ В МОСКВЕ


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Москва подписала ряд крупных соглашений на Петербургском форуме



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Тимати

«К очереди присоединялась другая»: Тимати раскрыл успех своего бизнеса




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев

Мастер-классы по созданию крафтовых украшений проходят в центре Москвы

В Москве 14-летний мальчик ранил ножом 16-летнего юношу на футбольном поле


Александр Зверев

Зверев и Рууд не пожали друг другу руки после полуфинала «Ролан Гаррос» – из-за проблем с желудком у норвежца



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Новости 24 часа

В ЖК «Восточное Бутово» продолжают строительство шестого по счету детского сада



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России