Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2022

სააკაშვილი პოროშენკოს ახსენებს რომ „პირველად ციხეში მისი ბრძანებით" მოხვდა

0
სააკაშვილი პოროშენკოს ახსენებს რომ „პირველად ციხეში მისი ბრძანებით

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სამშობლოში დაბრუნებას ციხიდან წერილით გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, უკრაინაში დაბრუნების წინ, ამერიკულ გამოცემა „პოლიტიკოსთან" განაცხადა, რომ მას ისევე დევნიან, როგორც იანუკოვიჩი დევნიდა ტიმოშენკოს და ივანიშვილი დევნის სააკაშვილს.

ჩემს ყოფილ საუნივერსიტეტო მეგობარს ეტყობა დაავიწყდა, რომ პირველად ციხეში მისი ბრძანებით მოვხვდი სწორედ კიევში, მაგრამ სასამართლომ რამდენიმე დღეში გამიშვა, ისევე როგორც ახლა კიევის სასამართლომ პოროშენკო არ დაიჭირა.

განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, უკრაინა იცავს ცივილიზებულ წესებს. ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ძალიან მაღალ სტანდარტებს მოითხოვს, თუმცა, ჩემს შემთხვევაში, არანაირი სტანდარტები მინიმალურადაც კი არაა დაცული.

საქართველო ხელში ველურებს ჩაუვარდა და ჩვენი ვალია, თუნდაც მე ეს სიცოცხლის ფასად დამიჯდეს, ჩვენი ქვეყანა ამ ჯოჯოხეთიდან დავიხსნათ", - წერს სააკაშვილი.

პოროშენკო კიევში 17 იანვარს დაბრუნდა ვარშავიდან. სასაზღვრო კონტროლისას მას ცოტა ხნით ჩამოართვეს პასპორტი, მაგრამ პროტესტის შემდეგ დაუბრუნეს და საზღვარზე გაატარეს თანმხლებ პირებთან ერთად.

პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმის დაფინანსებაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, მან 2014 წელს დაარღვია კანონი, როცა პრეზიდენტობის დროს ქვანახშირს დონბასში ყიდულობდა პრორუსულად განწყობილი სეპარატისტისგან. ადვოკატები აცხადებენ, რომ მასალებში არ მოიპოვება პოლიტიკოსის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. თავად პოროშენკო მის წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლო დევნას უწოდებს შურისძიებას ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან.

კიევში სასამართლომ პეტრო პოროშენკოს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პირადი პასუხისმგებლობა, ასევე დაავალდებულა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, რომ ჩააბაროს უცხოეთში სამოგზაურო პასპორტები.

ბრალდება ითხოვდა პოროშენკოს დაპატიმრებას ერთი მილიარდი ჰრივნის (35 მლნ დოლარი) გირაოთი გათავისუფლების უფლებით.

2014 წლის ზამთარში, სააკაშვილი აქტიურად იყო ჩაბმული უკრაინის მაიდანზე განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და 2015 წლის თებერვალში უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა.

2015 წლის 30 მაისს მიხეილ სააკაშვილს პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის გუბერნატორად დანიშნა; უკრაინის მოქალაქეობის მიღებით სააკაშვილმა ავტომატურად დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

პოროშენკოსთან ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ, 2016 წლის ნოემბერში, სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა და ოპოზიციური პარტია - „ახალი ძალების მოძრაობა“ შექმნა;

2017 წლის ივლისში, პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა და ქვეყნიდან გასულს დაბრუნების საშუალებას არ აძლევდა;

2017 წლის სექტემბერში სააკაშვილმა, მხარდამჭერების დახმარებით, შეძლო, პოლონეთის მხრიდან გადაელახა უკრაინის საზღვარი, რასაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოჰყვა;

2017 წლის დეკემბერში სააკაშვილი რამდენიმე დღით დააკავეს - უკრაინის ხელისუფლება მას ბრალს სდებდა უკრაინის ხელისუფლების დამხობის ორგანიზებაში;

2018 წლის თებერვალში კი – უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი პოლონეთში გააძევა. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მას 2021 წლამდე ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

უკრაინაში სააკაშვილი 2019 წელს დაბრუნდა. უკრაინის მოქალაქეობა მას ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღუდგინა.

2020 წლის 7 მაისიდან სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.





Губернаторы России
Москва

Собянин: Москва подписала ряд крупных соглашений на Петербургском форуме





Москва

В ПРЕДДВЕРИИ ДНЯ РОССИИ РОСГВАРДЕЙЦЫ ПРОВЕЛИ ПРАЗДНИЧНОЕ МЕРОПРИЯТИЕ ДЛЯ ДЕТЕЙ


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Благодаря модернизации театры Москвы создают уникальные декорации



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Денис Мацуев

Денис Мацуев выступит в Екатеринбурге с двумя оркестрами




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Футбольная сборная России забила Белоруссии 4 безответных мяча

Псковичка стала призером соревнований по прыжкам в высоту в Москве

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев


Александр Зверев

Зверев вышел в финал «Ролан Гаррос»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

США и Европа "подготавливают" Россию и Ближний Восток для переселений?!



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России