Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2022

ჟენევაში მოლაპარაკების შემდეგ აშშ-ის და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა პრესკონფერენციები გამართეს

0
ჟენევაში აშშ-ის და რუსეთის დიპლომატების შეხვედრა გაიმართა უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხში.


დელეგაციებს აშშ-ის და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები, ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობენ.


საუბარმა გასტანა საათ-ნახევარი. შეხვედრა, როგორც ბლინკენმა განაცხადა, გაიმართა „კრიტიკულ მომენტში“.


ლავროვმა შეხვედრის შედეგად განაცხადა, რომ ის გარდამავალი იყო და რომ ამერიკულმა მხარემ პირობა მისცა მომავალ კვირაში რუსეთის მოთხოვნაზე წერილობითი პასუხის მიცემის შესახებ.


ჟენევაში ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა და ლავროვმა გამართეს პრესკონფერენციები


ბლინკენმა, თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან უკრაინის კონფლიქტის საკითხებზე მოლაპარაკების შემდეგ თქვა, რომ ლავროვთან შეხვედრა იყო გულწრფელი და სასარგებლო და ამავე დროს, ვაშინგტონს სურდა გაერკვია, არის თუ არა მზად რუსეთი უკრაინაში ვითარების განმუხტვის მიზნით დადგეს დიპლომატიის გზაზე.


ბლინკენმა ჟურნალისტებს ამცნო, რომ აშშ დათანხმდა, გაუზიაროს რუსეთს თავისი შეშფოთება და იდეები უფრო დეტალურად წერილობითი ფორმით მომავალ კვირაში და დასძინა, რომ ლავროვი და ის შეთანხმდნენ, გააგრძელონ დიპლომატიური პროცესი.


მისი შეფასებით, შეხვედრა არ იყო პოლემიკური და რომ მას საქმიანი ხასიათი ჰქონდა. „არ მოველოდით, რომ დღეს რაღაც სერიოზული გარღვევები მოხდებოდა, მაგრამ ვთვლი, რომ ახლა უფრო მკაფიო გზას ვადგავართ ერთმანეთის პოზიციების გაგების მხრივ.


ბლიკენის თქმით, ლავროვმა გაიმეორა, რომ რუსეთი არ გეგმავს უკრაინაში შეჭრას, მაგრამ აღნიშნა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ამაში დარწმუნებული არ არიან. „ჩვენ იმას ვხედავთ, რასაც - ყველა, და სწორედ საქმე და ქმედება, და არა სიტყვები ქმნის ამ განსხვავებას“, განაცხადა ბლინკენმა.


ლავროვმა შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკება შეაფასა, როგორც „კონსტრუქციული და სასარგებლო“ და უთხრა ჟურნალისტებს, რომ ახლა შეუძლებელია დასკვნა იმის შესახებ, სწორ გზას ვადგავართ თუ არა აშშ-თან მოლაპარაკების პროცესში: „არ შემიძლია იმის თქმა, სწორ გზას ვადგავართ, თუ არა. ამას მივხვდებით, როცა ამერიკელების პასუხს მივიღებთ ჩვენი წინადადების ყველა პუნქტზე“, განაცხადა ლავროვმა, მაგრამ არ დაუხასიათებია ეს დაპირება. მოსკოვს სურს, რომ ნატომ უარი თქვას უკრაინის თავის რიგებში შეყვანაზე და ასევე მოითხოვს აღმოსავლეთი ევროპის ზოგიერთი ქვეყნიდან ნატოს გარკვეული შეიარაღების გატანას.


რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოუწოდა დასავლეთს დასრულდეს „ანტირუსული ისტერია“ უკრაინის კონფლიქტის სფეროში. რუსეთი არავის ემუქრება და არცერთ ქვეყანაში შეჭრას არ აპირებს, თქვა მან ჟენევაში.


ლავროვმა თქვა, რომ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები არასოდეს დამუქრებიან „უკრაინელ ხალხს“. ლავროვმა შეხვედრის წინ თქვა, რომ სახელმწიფო მდივანთან სურთ განიხილოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი. მან თქვა, რომ შეხვედრისგან „გარღვევას“ არ მოელის, მაგრამ შესაძლებელია მასზე აშშ-ის პოზიცია გაირკვესო.


სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა კვლავ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში მოკავშირეთა მხრიდან იქნება ერთობლივი პასუხი. ბლიკენის თქმით, წამოწევს საკითხს რუსეთის კოლინებში მყოფი ამერიკელი მოქალაქეების შესახებ.


ბლინკენი თვლის, რომ კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების გზების ძიება უნდა გაგრძელდეს, თუმცა არ მოელოდა, რომ ერთ შეხვედრაზე ყველა უთანხმოება მოგვარდებოდა.


ლავროვის წინ მჯდომმა ბლინკენმა განაცხადა, რომ იქნება „ერთიანი, სწრაფი და ძლიერი“ პასუხი, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და იქვე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კვლავაც ღიაა კრიზისის დიპლომატიური მოგვარებისთვის.


რუსეთმა უკრაინის საზღვართან და მის მიერ ანექსირებულ ყირიმში, თავი მოუყარა ასი ათასზე მეტ სამხედროს, რამაც დასავლეთის ქვეყნებში გამოიწვია განგაში, რომ მოსკოვის კვლავ აპირებს უკრაინაში შეჭრას.


მოსკოვის მხარს უჭერს სეპარატისტებს უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც მიმდინარე საბრძოლო მოქმედებს 2014 წლის შემდეგ 13 200 სიცოცხლე ემსხვერპლა.


 






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России