ბაკინგემის სასახლე: დედოფალს კოვიდი დაუდასტურდა
ბაკინგემის სასახლის განცხადებით, ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედს კოვიდი დაუდასტურდა და მას გაცივების მსგავსი, მსუბუქი სიმპტომები აქვს - თუმცა მომავალ კვირაში მაინც გეგმავს "მსუბუქი მოვალეობების" შესრულებას, იუწყება ბიბისი.
"დედოფალი გააგრძელებს მკურნალობას და გაითვალისწინებს ყველა საჭირო სამედიცინო რჩევას" - წერს სასახლე განცხადებაში.
95 წლის დედოფალს კონტაქტი ჰქონდა თავის უფროს ვაჟთან და მემკვიდრესთან, ჩარლზთან, რომელსაც კოვიდი გასულ კვირაში დაუდასტურდა.
ამ განცხადებამდე ელისაბედი გახდა მონარქი, რომელიც ბრიტანეთს ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მართავს - 6 თებერვალს მისი მართვის 70-ე წლისთავი, ე.წ. "პლატინის იუბილე" აღინიშნა.
ბიბისის კორესპონდენტების ცნობით, დედოფალი სრულად ვაქცინირებულია.