„ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავის ციხესთან აქციას მართავს
![„ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავის ციხესთან აქციას მართავს](https://gdb.rferl.org/D51481A8-9B0A-4044-B9EC-114BFBCB15ED_w800_h450.jpg)
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით რუსთავის ციხესთან "ნაციონალური.მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქცია იმართება.
აქციის მონაწილეები ჯერ თბილისში შეიკრიბნენ და რუსთავში ავტოკოლონით ჩავიდნენ.
გადაკეტილია რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილი და მთელ პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებს.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და უკრაინის დროშები. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის გარდა, მათი მიზანია, რომ ერთად გამოხატონ სოლიდარობა უკრაინის მიმართ.
"მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა, გამოხატავს ბიძინა ივანიშვილის მონურ მორჩილებას პუტინისადმი, ოკუპანტისადმი. სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია. ის დღეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს და უკრაინას", - თქვა გიორგი ბარამიძემ. ის ხვალ უკრაინაში მიემგზავრება.