რომან აბრამოვიჩი წერს, რომ „ჩელსის”პატრონობას კლუბის საქველმოქმედო ფონდის მეურვეებს გადასცემს
![რომან აბრამოვიჩი წერს, რომ „ჩელსის”პატრონობას კლუბის საქველმოქმედო ფონდის მეურვეებს გადასცემს](https://gdb.rferl.org/C6C0A3BF-1379-4EDA-878F-A9E4DAC5749B_w800_h450.jpg)
რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა სოციალურ ქსლებში მიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „საფეხბურთო კლუბ ჩელსის 20-წლიანი მფლობელობის პერიოდში საკუთარ თავს ყოველთვის კლუბის მცველის როლში ვხედავდი“, რომლის საქმეც მისი წარმატებული მომავლის და საზოგადოებაში პოზიტიური როლის უზრუნველყოფაა.
აბრამოვიჩი წერს, რომ მისი ყოველი გადაწყვეტილება კლუბის ინტერესებით იყო განპირობებული და ის ახლაც ამ ფასეულობების ერთგულია.
„სწორედ ამიტომ, დღეს მე საფეხბურთო კლუბ ჩელსის გაძღოლას და მასზე მზრუნველობას ჩელსის საქველმოქმედო ფონდის მეურვეებს გადავცემ“ დაწერა რომან აბრამოვიჩმა და დასძინა - „მიმაჩნია, რომ ამჟამად ისინი ყველაზე კარგად იზრუნებენ კლუბის, მოთამაშეების, თანამშრომლების და ფანების ინტერესებზე.“