ავტობუსში მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
შემთხვევის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა ანა ქართლელიშვილმა, სამოქალაქო აქტივისტმა ორგანიზაციიდან „დემოკრატიის მცველები".
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის (მუხლი 236. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება; მუხლი 118. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) საფუძველზე ერთი პირი დააკავეს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ფეხში არის დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
