Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Май
2022

ფქვილის დეფიციტი არ შეიქმნება - სოფლის მეურნეობის სამინისტრო

0
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად ქვეყანაში ხორბლის იმპორტი, დიდწილად, ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა. ქვეყანაში მარაგი საკმარისზე მეტია, თუმცა ფქვილის და არა ხორბლის სახით. ხორბლის დეფიციტის თაობაზე საუბრობენ სექტორის წარმომადგენლები


„იაფი ფქვილის მარაგების ფონზე, ავტომატურად შემცირებულია ხორბლის იმპორტი და ხორბლის მარაგები. ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს. მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით. დაახლოებით თვენახევარ, ორ თვეში დაიწყება ხორბლის ადგილობრივი მოსავლის აღება. ივლისი-აგვისტო მსოფლიოში მარცვლეული კულტურების ახალი მოსავლის მიღების სეზონია. ახალი მოსავალი ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავებას განაპირობებს. დღეისათვის, ხორბლის ფასები მკვეთრადაა გაზრდილი, პრაქტიკულად გაორმაგებულია. იმედი გვაქვს, რომ ფასების კლების ტენდენცია დაიწყება. შესაბამისად, უკვე ამ პერიოდისთვის, საქართველოს მთავრობა შექმნილი ვითარების შესაბამისად იმოქმედებს“,- ნათქვამია  სოფლის მეურნეობის სამინისტროს განაცდებაში.


როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ წისქვილკომბინატის  „ბარაქას“ დირექტორმა, ლადო ბიძინაშვილმა განაცხადა.


„მაისის ბოლომდე მარაგები გვაქვს. ძველი კონტრაქტებით შემოსული ხორბალი დარჩენილია. შემდეგ წარმოებას გავაჩერებთ“.


ლევან სილაგავა,  ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი "ფორმულას" ეუბნება, რომ საქართველოში ხორბალი მინიმალური რაოდენობით შემოდიოდა, ახლა კი  წისქვილები გაჩერების პირას არიან.


„თვეებია საქართველო ხორბალი მინიმალრად შემოდიოდა, შესაბასმიად ამან უკვე იმოქმედა ხორბლის მარაგებზე.  ხორბლის მარაგები სამწუხაროდ, მინიმალური  და შემიძლია ვთქვა რომ უახლოეს რამდენიმე დღეში ის სამი წისქვილიც, რომლიც დღემდე მუშობდა  ფაქტობრივად გაჩერდება“,- ამბობს  სილაგავა და პრობლემის მოგვარების გზების მოსაძიებლად ის პრემიერ-მინისტრთან სექტორის წარმომადგენელბის შეხვედარს ითხოვს.


2022 წლის მარტში საქართველოში  ხორბლის ყველაზე ცოტა იმპორტი განხორციელდა და სულ 9 963 ტონა ხორბალი შემოვიდა (3,197 მლნ დოლარი), რაც  2,3-ჯერ ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში შემოვიდა 31 782 ტონა ფქვილი (10,322 მლნ დოლარის ღირებულების) წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 127 ტონა (916 ათასი დოლარის ღირებულების)


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 94% სწორედ რუსეთზე მოდიოდა.  2021 წლის მონაცემებითვე, რუსეთიდან იმპორტირებულმა ხორბლის ფქვილმა საქართველოში მთლიანი ფქვილის იმპორტის 96% შეადგინა.


რუსეთმა პირველ ივლისამდე ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტი შეწყვიტა. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ შეზღუდვა შეეხება ხორბლის, სიმინდის, ჭვავის, ქერისა და სხვა მარცვლეული კულტურების ექსპორტს.


ამასთან, რუსული ხორბლის ექსპორტის შეზღუდვა არ გავრცელდება მოსკოვის პარტნიორ ქვეყნებზე ევრაზიულ კავშირში - ბელარუსზე, სომხეთზე, ყაზახეთსა და ყირგიზეთზე.






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России