Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Май
2022

ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა, უცნობია გაგლოევის პოზიცია

0
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის თარიღი დანიშნა. სააგენტო „რეს"-ის ინფორმაციით, რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი 17 ივლისს გაიმართება.


ბიბილოვის განცხადებით, მალე ახდება „დიდი ოცნება", რადგან სამხრეთ ოსეთი და რუსეთი „დაკავშირებულია ერთი ისტორიით" და მოვიდა დრო, რომ გაერთიანდნენ „ერთხელ და სამუდამოდ".


„შესაბამისი დოკუმენტები სასამართლოს გადაეცა. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და უახლოეს დროში, მალე ახდება ჩვენი დიდი ოცნება. რუსეთი და სამხრეთ ოსეთი დაკავშირებულია ერთი ისტორიით. ეს არ არის მხოლოდ პარტნიორობა და მეგობრობა. ეს უფრო ორი ძმის ურთიერთობაა, როდესაც უფროსი ძმა ყოველთვის გაგიგებს და მხარს დაგიჭერს, უმცროსი კი - პატივს სცემს და დაეხმარება უფროსს. მოვიდა დრო, გავერთიანდეთ ერთხელ და სამუდამოდ. ეს ნიშნავს ახალი ისტორიის დასაწყისს“, - აცხადებს ბიბილოვი.


ცნობილია, რომ ოკუპირებულ ცხინვალში 21 მაისის შემდეგ, ახალი ე.წ. პრეზიდენტის ალან გაგლოევის „ინაუგურაცია“ გაიმართება. ის აქამდე აცხადებდა, რომ როგორც კი დრო დადგება, „სამხრეთ ოსეთი“ მზად იქნება რეფერენდუმის ჩასატარებლად რუსეთში გაერთიანებასთან დაკავშირებით.


„სამხრეთ ოსეთის“ ახლად არჩეული პრეზიდენტი ალან გაგლოევი არ იჩქარებს რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას - რუსულ სააგენტო TASS-თან ინტერვიუში ამის შესახებ ილაპარაკა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა. მან, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ანატოლი ბიბილოვის მიერ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რუსეთთან შეერთების საკითხზე ინიცირებული რეფერენდუმის საკითხი გაურკვეველი ვადით გადაიდო, რადგან ბიბილოვი ამ არჩევნებში დამარცხდა.


„რაც შეეხება რეფერენდუმს, ის მათი (დე ფაქტო ხელისუფლების) ნების საკითხად რჩება. ამასთან, ვფიქრობ, რომ ანატოლი ბიბილოვისგან განსხვავებით, გაგლოევი დალოდებას არჩევს. მართალია, მან განაცხადა, რომ მზად იყო ჩაეტარებინა ასეთი რეფერენდუმი, მაგრამ აქ ეს დიდწილად მათზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ რუსეთზეა, რამდენად მზად არიან რუსეთი და ბელარუსი გააფართოონ სამოკავშირეო სახელმწიფო“, - განაცხადა კალაშნიკოვმა. მისი განცხადება ცხინვალში უკვე აღიქვეს, როგორც მთავარ გზავნილად და რეკომენდაციად, ვიდრე უბრალო მოსაზრებად.


წინასაარჩევნო შეხვედრებისას მიცემულ ინტერვიუებში, რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის კიდევ ერთხელ ჩატარების საკითხი გაგლოევმა ფრთხილად შეაფასა. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი უკვე ორჯერ ჩატარდა და მესამედაც ჩატარდება, თუ ამისთვის კრემლის მზაობაც იქნება.              


გაგლოევს ბიბილოვის ინიციატივაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. მისი ინაუგურაცია 24 მაისს გაიმართება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების საკითხი






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России