Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Май
2022

მაქსიმ ჟორინი: უკრაინელები არასდროს დაყრიან იარაღს, მითუმეტეს, ამას არ გააკეთებს „აზოვი“, იბრძოლებს, თუნდაც ერთი ავტომატი და ტყვია ჰქონდეს

0

„აზოვსტალში“ ნამდვილი კატასტროფა და ტრაგედიაა, ამ დროისთვის იქ დაახლოებით 500 დაჭრილია და ყოველსაათობრივად ვიღაც კვდება, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „აზოვის“ პოლკის ყოფილმა მეთაურმა, მაქსიმ ჟორინმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსი ოკუპანტების მეირ ალყაში მოქცეული „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს არ აქვთ მედიკამენტები, უთავდებათ წყალი და უკრაინას არ აქვს იმის საშუალება, რომ მათ დაეხმაროს.

„ეს მთელი ცივილიზებული სამყაროს პასუხისმგებლობაა. ყველა, ვისაც მიაჩნია, რომ დემოკრატიული სახელმწიფოა, უნდა გაერთიანდეს და უკრაინა უნდა დაიცვას. ახლა მარიუპოლში უკრაინა მთელ მსოფლიოს იცავს. ამ პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთონ მესამე, გარე ქვეყნები და გახდნენ იმის გარანტი, რომ გამოყვანენ იქ მყოფ ადამიანებს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ დავრწმუნდით, რომ რუსების სიტყვას ფასი არ აქვს. მათი პრეზიდენტი თავს უფლებას აძლევს საჯაროდ მოიტყუოს და მისი სიტყვები არაფერს ნიშნავს. იმ ხალხის ბედი, რომელიც „აზოვსტალში“ იმყოფება, დამოკიდებულია არამხოლოდ უკრაინაზე, არამედ მთელ ცივილიზებულ და დემოკრატიულ სამყაროზე.

პუტინი და მთელი რუსეთი ოცნებობენ, რომ მარიუპოლი დაეცეს. მათ იარაღის დაყრისკენ და ჩაბარებისკენ უკვე სამჯერ მოუწოდეს, მაგრამ დაავიწყდათ, რომ უკრაინელები არ გვანან რუსებს. ჩვენ აბსოლუტურად განვსხვავდებით – უკრაინელები არასდროს დაყრიან იარაღს, მითუმეტეს, ამას არ გააკეთებს „აზოვი“. ისინი არ ჩაბარდებიან რუსებს, ისინი მზად არიან, რომ ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაშიც კი სიკვდილამდე იბრძოლონ, სანამ თუნდაც ერთი ავტომატი და ტყვია ექნებათ დარჩენილი. ისინი არ დანებდებიან“, – განაცხადა ჟორინმა.

მან ასევე ისაუბრა მარიუპოლის გათავისუფლების შესაძლებლობასა და სამომავლო სცენარზე.

„დღეს [მარიუპოლის გათავისუფლების] ოპერაცია ძალიან გართულდა. ცხადია, უკრაინელები ამისთვის ემზადებიან, მაგრამ ამას რამდენიმე ეტაპი დასჭირდება და იქნება მასშტაბური ოპერაცია. ის სიღრმე, რომელიც ჩვენ უნდა გავარღვიოთ მარიუპოლის გასათავისუფლებლად უკვე 150 კილომეტრს აღწევს. ერთი ნაბიჯით ამის განხორციელება არ გამოვა. ამისთვის ჩვენ უნდა დაველოდოთ ტექნიკას, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანა გვაძლევს. ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას, მათ შორის მარიუპოლის“, – აღნიშნა ჟორინმა.

„აზოვის“ პოლკის ყოფილმა მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი თავის ჯარისკაცებს უკრაინაში „სახორცე მასალად გზავნის“.

„რუსეთი დღეს იმდენად მონური ქვეყანაა, რომ ისინი ხალხის ძალიან დიდ რაოდენობას არც კი ითვლიან და საომრად ყრიან სახორცე მასალად. ჩვენ შევძელით და რუსეთის ჯარი შევაჩერეთ. არის ასეთი ტერმინი, რომელსაც „აქტიური დაცვა“ ჰქვია და ჩვენ სწორედ ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ფედერაცია უფრო მეტ ჯარისკაცს გამოგზავნის და არც შეიცოდებს მათ. არც ის გამიკვირდება, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს – ეს სრულიად შესაძლებელია. საქმე იმაშია, რომ წარუმატებლობის გამო რუსეთს უკვე არაერთხელ გამოუყენებია ქიმიური იარაღი – მათ შორის მარიუპოლსა და იზიუმის ოლქში. თუ მთელ მსოფლიოს არ ექნება ამაზე რეაქცია და რუსეთს არ შეეწინააღმდეგება, შემდეგ ეტაპზე ისინი [რუსები] ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ“, – განაცხადა მაქსიმ ჟორინმა.







Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России