ბაიდენმა ხელი მოაწერა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების დოკუმენტს
კანონპროექტი ჯო ბაიდენს მიაწოდეს აზიაში მოგზაურობისას.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გაწევას. არსებული ცნობით, თანხის ნახევარი უნდა მოხმარდეს უკრაინის არმიას. უკრაინის არმია წინააღმდეგობას უწევს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, 24 თებერვალს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე პროვოკაციის გარეშე შეჭრის შემდეგ. რუსეთის არმიის საჰაერო და სახმელეთო თავდასხმების შედეგად განადგურდა უკრაინის ეკონომიკური, სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. რამდენიმეკვირიანი ცეცხლის დაშენის და ალყის შედეგად დანგრეულია მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრი - მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალი“.
