Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Май
2022

დეკანოიძე: თქვენი გამოსვლიდან როგორც გავიგე, საქართველო მიერთებია სანქციებს, ე.ი. ომი გინდათ, ხო?!

0
დეკანოიძე: თქვენი გამოსვლიდან როგორც გავიგე, საქართველო მიერთებია სანქციებს, ე.ი. ომი გინდათ, ხო?!

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ჩამოთვალა, რა გააკეთა ქვეყნის მთავრობამ უკრაინაში ომისთვის რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის გამოსარიცხად. მანვე ახსნა, რომ ქვეყანაში დაწესებული რეგულაციები უზრუნველყოფს "სანქციათაგან თავის არიდების შეუძლებლობას".

"გამოსვლიდან როგორც გავიგე, საქართველო მიერთებია სანქციებს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში, ე.ი. ომი გინდათ, ხო?! ასე გამოდის, ნამდვილად. მე მგონი, აცდენაა თქვენსა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის", - მიმართა საპარლამენტო ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ ირაკლი ღარიბაშვილს და შეახსენა მას, რომ ყველას, ვინც საერთაშორისო სანქციებთან მიერთებაზე საუბრობს, "გვნათლავენ, რომ ჩვენს სამშობლოში გვინდა ომი".

ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩამოთვალა ეროვნული ბანკისა და ფინანსური ინსტიტუტების მოქმედებები, რომლებიც, მისი სიტყვებით, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაწესებულ პოლიტიკასთან სრულ შესაბამისობაშია.

"პრობლემა, რომელიც VTB ბანკთან დაკავშირებით შეიქმნა, მაღალ დონეზე იქნა მართული, მოგეხსენებათ, ეს ბანკი იყო სანქცირებული და ჩვენ დაუყოვნებლივ ვიმოქმედეთ ისე, რომ არცერთი კითხვა არ დარჩენია ჩვენს არცერთ პარტნიორს".

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება საბაჟო კონტროლი. პროდუქტის შეტანა-გატანა 20 საბაჟო პუნქტის გავლით ხდება და საქონელი ათასზე მეტი მებაჟე-ოფიცრის კონტროლს ექვემდებარება. მისივე თქმით, საბაჟო პუნქტ "ყაზბეგში" გაიზარდა თანამშრომელთა რაოდენობა.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ იკრძალება ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამერიკიდან, კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან შემოტანილი პროდუქციის რეექსპორტი რუსეთში, "რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს საქართველოს გამოყენებით სანქციებისგან თავის არიდების შესაძლებლობა".

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მარეგულირებელი პროცედურები საშუალებას იძლევა, რომ მაქსიმალურად დაზღვეული იქნას რისკები, რაც სანქციებს და სანქცირებულ პროდუქციას უკავშირდება.

მან ასევე ჩამოთვალა სხვა უწყებების საქმიანობის სფეროებში არსებული რეგულაციები.

ამ ჩამონათვალზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილს პარტია "ლელოს" წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა დამაზუსტებელი კითხვით მიმართა:

"თქვენი გამოსვლიდან ქართულმა საზოგადოებამ გაიგო, რომ საქართველო მიერთებული ყოფილა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ანუ ის, რასაც კატეგორიულად უარყოფდით თქვენ პირადად და თქვენი მთავრობაც, არ იყო მართალი?" - იკითხა დავით უსუფაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო აქამდეც და მასზე მთელი ხელისუფლება ორი თვის განმავლობაში საუბრობდა და ხსნიდა.

„პოლიტიკურ დონეზე ჩვენ ყველა საერთაშორისო ფორმატში მხარი დავუჭირეთ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს, მაგრამ საქართველომ არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს ერთადერთი სწორი მოტივით - ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან ნაკარნახევი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით კითხვებზე პასუხის გასაცემად შვიდმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა. ესენი არიან: დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე, არმაზ ახვლედიანი, თამარ კორძაია და დილარ ხაბულიანი.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин: Москва увеличивает объемы специализированной медицинской помощи





Москва

Лукашенко лоббирует интересы Алиева по изоляции Армении


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Акцию «Ночь в музее» посетили порядка 350 тысяч человек



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Бато Багдаев

Россия, Культура, Теат, Дети, ПДД: кукольным языком о дорожной безопасности детям показали в Ульгэре




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове

Разгром в Москве и драма в Сочи: «Динамо» без труда сохранило лидерство, но «Краснодар» остался в гонке за золото РПЛ

"Спартак" обыграл "Рубин" в последнем матче Джикии


WTA

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Game News

Always keep backups: an 'unprecedented' Google Cloud debacle saw a $135 billion pension fund's entire account deleted and services knocked out for nearly two weeks



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России