Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Май
2022

ნინო ბურჯანაძე: ამ ხელისუფლებას რომ ვაკრიტიკებ და ვეძახი პრორუსულს, რატომ ვეძახი იცით?

0

სამწუხარო რეალობაა, რომ ხელისუფლებამ უბრალოდ თავზე ხელი აიღო და თავზე ხელი აიღო იმიტომ, რომ თვლის, ქვეყნის შიგნით საქმე მოგვარებული აქვს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლება ელოდება, რომ ევროკავშირი საქართველოს განაცხადს არ დააკმაყოფილებს და მათი ბოლოდროინდელი განცხადებები თავის დაზღვევაა.

„ელოდებიან, რომ განაცხადი არ დაკმაყოფილდება, ასეთი განწყობა აქვთ და შესაბამისად, იზღვევენ თავს. თავის დაზღვევის რეჟიმში მოქმედებენ ისე, რომ კიდევ უფრო ნეგატიურად განაწყობენ ჩვენს მიმართ, პირველ რიგში ხელისუფლების მიმართ და შესაბამისად სახელმწიფოს მიმართ, ყველა ჩვენს მეგობარს. როდესაც ისეთ განცხადებას აკეთებს ხელისუფლება, რომ შეურაცხყოფას აყენებს ევროპულ სტრუქტურებს, წამყვან ფიგურებს, ევროპარლამენტის დეპუტატებს, ეს, რა თქმა უნდა, კეთილგანწყობას არ უმატებს საქართველოს.

სამწუხარო რეალობაა, რომ ხელისუფლებამ უბრალოდ თავზე ხელი აიღო და თავზე ხელი აიღო იმიტომ, რომ თვლის, ქვეყნის შიგნით საქმე მოგვარებული აქვს. პრობლემები მათ აწუხებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც შეიძლება ამ პრობლემებმა მათ შეუქმნან ხელისუფლების შენარჩუნების პრობლემა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის თქმით, აღნიშნულ ვითარებაში ოპოზიცია მხოლოდ იმას ახერხებს, რომ პარლამენტში ისეთი კითხვები დაუსვას ხელისუფლებას, რომელთა პასუხიც ისედაც ცნობილია.

„ხელისუფლებამ შექმნა ისეთი ვითარება, რომ პრაქტიკულად ოპოზიციის მხრიდან საფრთხეს ჯერჯერობით ვეღარ ხედავს. ხელისუფლებამ შექმნა და ოპოზიციამ ამაში ხელი ძალიან შეუწყო. ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია შუას გაკრეფის პოლიტიკა. ხოლო დღევანდელმა ოპოზიციამ უკვე საბოლოოდ ლამისაა საკონტროლო გასროლა გაუკეთოს საკუთარ თავს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ოპოზიცია ვერ ახერხებს გაერთიანებას, ვერ ახერხებს ხელისუფლებისთვის რეალური პრობლემის შექმნას გარდა იმისა, რომ პარლამენტში დებატებზე აძლევს კითხვებს, რომელზე პასუხიც წინასწარ ვიცით“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უპასუხებს „ოცნების“ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც ნინო ბურჯანაძე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ტრენდზე ზის, როცა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ იქცევა ისე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ იქცეოდა მის მიმართ და მას პრორუსობას აბრალებდა, ნინო ბურჯანაძე პასუხობს, რომ ის, „ქართულ ოცნებას“ პრორუსს ეძახის, რადგან ისინი ინარჩუნებენ სტატუს-კვოს, რომელიც რუსეთს ხელს აძლევს.

“„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ისეთი აცრა გამიკეთა და ისეთი რაღაცები დამაბრალა, რომ ამ ხელისუფლებამ რაღა უნდა თქვას? ყველაფერი ნათქვამია, რისი თქმაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა.

მე რასაც ვაკეთებდი არცერთ ჩემს ნათქვამს და ნაბიჯს, არა თუ დაუზარალებია ჩვენი ქვეყანა, არამედ ყველა ეს ნაბიჯი მიმართული იყო იქითკენ, რომ რაღაც პერსპექტივა გახსნილიყო. მე ამ ხელისუფლებას რომ ვაკრიტიკებ და ვეძახი პრორუსულს, რატომ ვეძახი იცით? ეს ხელისუფლება ინარჩუნებს სტატუს-კვოს, რომელიც არ აწყობს საქართველოს, მაგრამ აწყობს რუსეთს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.





Губернаторы России
Москва

Собянин: Москва — мировой лидер по динамике развития транспортной инфраструктуры





Москва

РОСГВАРДЕЙЦЫ ЗАДЕРЖАЛИ МУЖЧИНУ С ПОДДЕЛЬНЫМИ ДОКУМЕНТАМИ В МОСКВЕ


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Благодаря модернизации театры Москвы создают уникальные декорации



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Бутман

Саксофонист Бутман нашел плюсы в отмене русской культуры за рубежом




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Более 1 тыс человек стали участниками циркового шествия на выставке «Россия»

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев

«Локомотив» готов рассмотреть продажу Баринова, футболистом интересуются клубы Испании, Франции и Турции


Стефанос Циципас

«Он никогда не снимается с турниров». Циципас прокомментировал травму Джоковича



Новости Крыма на Sevpoisk.ru


News Every Day

Andy Murray cracks brutal joke as Brit star’s Wimbledon preparations are disrupted by bizarre injury 



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России