ლუკაშენკა: ბელარუსის ძალებმა ჩამოაგდეს უკრაინისგან მომავალი რაკეტები
ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ამბობს, რომ მისმა ძალებმა რამდენიმე დღის წინ გარდაიტაცეს უკრაინისგან ბელარუსის სამხედრო ობიექტების მიმართულებით ნასროლი რაკეტები.
"ჩვენი პროვოცირება უნდათ" - ლუკაშენკას ამ სიტყვებს ავრცელებს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Belta 2 ივლისს. "უნდა გითხრათ, რომ დაახლოებით სამი დღის წინ, შესაძლოა ცოტა მეტის, ისინი შეეცადნენ უკრაინიდან ბელარუსში მიზანში ამოეღოთ სამხედრო ობიექტები. მადლობა ღმერთს, ჩვენმა Pantsir-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გარდაიტაცეს უკრაინის ძალების მიერ ნასროლი რაკეტები" - ამბობს ლუკაშენკა. ვრცელდება მისი სიტყვებიც, რომ ბელარუსს უკრაინასთან ომი არ სურს, მაგრამ მის ტერიტორიაზე შეჭრის შემთხვევაში ქვეყანა იბრძოლებს.
უკრაინის არმიას ამ საკითხზე განცხადება არ გაუკეთებია.
ბელარუსი არ არის უკრაინაში მიმდინარე ომის პირდაპირი მონაწილე, მაგრამ ის რუსეთის მხრიდან 24 თებერვალს დაწყებულ შეჭრას ლოგისტიკურ მხარდაჭერას აძლევს, რუსეთის ძალების ნაწილი უკრაინაში ბელარუსის საზღვრიდან შეიჭრა.
დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთთან ერთად მის მოკავშირე ბელარუსსაც დაუწესეს მზარდი ფინანსური სანქციები.