გია ხუხაშვილი: რუსეთის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ხელისუფლება და მათი მხარდამჭერები იმით ხსნიან, რომ …
0
“რუსეთის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ხელისუფლება და მათი მხარდამჭერები იმით ხსნიან, რომ “ის” თუ გაბრაზდა, ტანკებით შემოვა და გადაგვივლის.
აშშ-ს და ევროკავშირის მიმართ გამოხტომები მოსულა, რადგან ისინი რაც არ უნდა გაბრაზდნენ, ამას არ გააკეთებენ.
ამ დამოკიდებულებას საბოლოო ჯამში ბუნებრივად მივყავართ პოლიტიკურ “სტოკჰოლმის სინდრომთან”, რითაც არის დაავადებული ჩვენი ხელისუფლება – მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ რუსეთი მოძალადეა და ზუსტად ეს ქმნის მის მიმართ მორჩილების და თუ გნებავთ, სიყვარულის საფუძველს,” წერს სოციალურ ქსელში პოლიტიოლოგი, გია ხუხაშვილი.