ის, რაც აქამდე არ იცოდით – გამაოგნებელი ფაქტები ჩვენი პლანეტის შესახებ
ყველაზე სკეპტიკოს მეცნიერებსაც კი არ შეუძლიათ ბუნების საოცრებათა შთაბეჭდილებებისგან დაიცვან თავი. იქნება ეს გრანდ კანიონის სიდიადე, ქარიშხლის ინტენსივობა თუ ფერადი პეპლის ამოუხსნელი სილამაზე. ჩვენ ირგვლივ არსებული გარემო მართლაც წარმოუდგენელად იდუმალი და მშვენიერია.
თუმცა ყველაზე უჩვეულო რამ ბუნებაში, ალბათ, ის არის, რომ ვერასოდეს დაასრულებ მის შეცნობას და ვერც მისით აღფრთოვანებას. რთულია სამყაროს საოცრებებზე ამომწურავად ისაუბრო, ამიტომ ვეცდებით რამდენიმე შოკისმომგვრელი, საინტერესო და უცნაური ფაქტი გაგიზიაროთ.
- კოსმოსში მეტალს შეუძლია თავისით დადნეს, ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე. ამას „ცივ ქორწილს“ უწოდებენ და იგი ატმოსფეროს ნაკლებობითაა გამოწვეული.
- სიცხე ამინდის ყველაზე საშიში მდგომარეობაა. მართალია, მიწისძვრას, ქარიშხალს ან წყალდიდობას მომენტალურად შეუძლია ფატალური ზიანის მიყინება, თუმცა დადასტურებულია, რომ ყველაზე მეტი ადამიანი წელიწადში სწორედ სიცხისგან იღუპება.
- ყოველ წელს მსოფლიოს გარშემო ძროხები უფრო მეტ ადამიანს კლავენ, ვიდრე ზვიგენები. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ზვიგენები წელიწადში საშუალოდ ოთხ ადამიანს კლავენ, ხოლო ძროხები საშუალოდ 22-ს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ხდება, 75 პროცენტი განზრახ თავდასხმა იყო.
- თხებს საკუთარი აქცენტი აქვთ. მართალია მათ საუბარი არ შეუძლიათ, თუმცა როგორც „დედოფალ მერის სახელობის უნივერსიტეტის“ მკვლევარები ირწმუნებიან, ისინი განსხვავებული აქცენტით გამოსცემენ ხმებს.
- ოკეანე დედამიწაზე არსებული ჟანგბადის 85%-ს აწარმოებს. ოკეანეში არსებობს ორგანიზმი, რომელსაც ფიტოპლანქტონი ეწოდება. იგი იმდენად პატარაა, რომ შეუძლებელია მიკროსკოპის გარეშე დაინახო, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენი ჟანგბადის მთავარი წყაროა.
- ყველა პლანეტა გამოსცემს დამახასიათებელ სიგნალს. „ნასამ“ არაერთხელ ჩაიწერა რადიოტალღები და ისინი აუდიოხმებად გარდაქმნა. მაგალითად, იუპიტერის „სიმღერა“ წყალქვეშა სამყაროს ატმოსფეროს წააგავს, ნეპტუნის ოკეანის ტალღების ხმას, ხოლო სატურნი Horror ფილმის საუნდტრეკს მოგაგონებთ.
როგორც ვხედავთ სამყარო მართლაც საიდუმლოებებით არის სავსე და მის შესაცნობად არა მხოლოდ ახლის, არამედ კარგად დავიწყებული ძველის აღმოჩენაც საჭიროა.
წყარო: bestlifeonline.com