Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2022

„კოლაფსს აგვისტოში ვიგრძნობთ“. რუსეთში ხელფასების დაგვიანება დაიწყო

0
„კოლაფსს აგვისტოში ვიგრძნობთ“. რუსეთში ხელფასების დაგვიანება დაიწყო

ციმბირის ათამდე რეგიონის მცხოვრებლები იმის გამო ჩივიან, რომ თვეების განმავლობაში უგვიანდებათ ხელფასი, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები კი დანამატების შემცირებაზე ლაპარაკობენ. იურისტების თქმით, ანაზღაურების მიღების შანსი მხოლოდ კომერციული კომპანიების თანამშრომლებს აქვთ. სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ დავებში სასამართლოები, როგორც წესი, დამსაქმებლის მხარეს იკავებენ. ეკონომისტების ვარაუდით, ეს მხოლოდ დასაწყისია. რუსეთის მოსახლეობა ომის რეალურ ეფექტსა და დაწესებულ სანქციებს, სამსახურიდან გათავისუფლებისა და შემცირებების სახით, მოგვიანებით იგრძნობს.

როსსტატი ადასტურებს

„ჩვენს სამშენებლო კომპანიაში აპრილის შემდეგ ხელფასი არ გაცემულა. დაახლოებით ას მუშაზეა ლაპარაკი! არადა, ყველას ოჯახი ჰყავს, ყველას იპოთეკა აქვს! ადამიანებს არა მხოლოდ საცხოვრებლის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრებათ, ბევრს მალე საჭმელიც არ ექნება, რადგან სამსახურიდან გათავისუფლებისას აშინებენ: ეუბნებიან, თუ დატოვებთ ობიექტს, წინა თვეების ხელფასს ვერ მიიღებთო. თავიდან მენეჯმენტი არწმუნებდა თანამშრომლებს, ეუბნებოდა, ნახეთ, როგორ გაძვირდა მასალები, შედით ჩვენს მდგომარეობაშიო. ახლა კი მუქარაზე გადავიდნენ, - ამბობს ირკუტსკის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელი ალექსეი კ., - რა თქმა უნდა, პროკურატურას მივმართეთ, მაგრამ ჯერ შედეგი არ ჩანს. ალბათ, სასამართლოში მოგვიწევს წასვლა. ეს, რა თქმა უნდა, ძვირია, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ, ადვოკატს დავიქირავებთ“.

მუშების თქმით, მარტო ერთ თვეში მშენებელმა კომპანიამ 2 მილიონ რუბლზე მეტი არ გადაუხადათ.

როსსტატის მონაცემებით, მაისის დასაწყისში, რუსეთში სახელფასო დავალიანებამ 889 მილიონი რუბლი შეადგინა. „სახელფასო დავალიანების გამო ყველაზე ხშირად კომერციული საწარმოების თანამშრომლები ჩივიან“, - ნათქვამია სამეთვალყურეო ორგანოს ანგარიშში. რუსეთში ყველაზე დიდი ვალი - 58,8 მლნ რუბლი ხაბაროვსკის მხარეში დაფიქსირდა.

ეკატერინბურგის ურალის საკომპრესორო ქარხნის მუშები აპრილისა და მაისის ხელფასების დაგვიანების გამო გაიფიცნენ.

„მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო დირექტორმა (დენის ტასაკოვი) ჩვენთან საუბარი, თუმცა არა არსებით საკითხებზე. მან განაცხადა, რომ პრობლემები დაიწყო უკრაინაში სპეციალური ოპერაციის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ. ვკითხეთ: "ჩვენ რა შუაში ვართ?!", მან გვიპასუხა: "დიდი სამამულო ომის დროს ხელფასს არავინ ითხოვდა". კი, მაგრამ ეს ხომ ომი არ არის? რატომ უნდა "შემოვიჭიროთ ქამრები"?“ - აღშფოთება ვერ დამალა ქარხნის ერთ-ერთმა მუშამ კირილ ს.-მ.

მუშების თქმით, საკომპრესორო ქარხნის კონტრაქტორი კომპანიები ომის გამო სანქციების ქვეშ მოექცნენ.

„დირექტორი ამბობს, რომ ქარხანას ფულს არ უხდიან პარტნიორები, რომლებსაც სანქცირებულ ბანკებში აქვთ ფული გაყინული, რომ საქმის კურსში არიან როგორც მხარის გუბერნატორი, ასევე უფრო მაღალი თანამდებობის პირები, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი ხეირი არ ჩანს. არ გვაინტერესებს მისი სირთულეები. ვალების გამო ბოდიშის მოხდის ნაცვლად, გაფიცულებს ემუქრება, რომ საერთოდ არ გადაუხდის. ვინც ჩუმად იცდის და არ "ყვირის", იმათ გადავუხდით ანაზღაურებასო და თქვენ კი არაო. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ყველა უფულოდ დარჩება. საჭიროა სხვა სამუშაოს მოძებნა, მაგრამ ეს ძალიან რთულია ჩვენს ქალაქში“, - ამბობს კირილი.

„მინდა, ხალხმა გაიაზროს. არავის წინაშე არ მინდა ბოდიშის მოხდა, რადგან ყველას უნდა ესმოდეს, რა ვითარებაა. დიდი სამამულო ომის დროს არავინ კითხულობდა ხელფასს, ჩვენ კი სახელმწიფო თავდაცვის შეკვეთა გვაქვს, რომლის შესრულება საფრთხის ქვეშაა, - განაცხადა ქარხნის დირექტორმა დენის ტასაკოვმა, - ხალხი კვდება [რუსი ჯარისკაცები] და ეს, ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია. ისეთი ჭკვიანები არიან, რომ გაფიცვები მოაწყვეს! თუმცა სამსახურში მხოლოდ 50 ადამიანი არ დადის, კოლექტივში კი 370 ადამიანია“.

სახელმწიფო სექტორის თანამშრომლებიც

სახელმწიფო საწარმოების თანამშრომლები, როსსტატის სტატისტიკის მიუხედავად (სახელმწიფო სახსრების დაგვიანებით მიღების გამო, მაისის დავალიანება მხოლოდ 1 მილიონი რუბლია 889 მილიონი რუბლიდან), ასევე უჩივიან ხელფასების სრულ ან ნაწილობრივ გადაუხდელობას.

„სამი თვის განმავლობაში - აპრილი, მაისი, ივნისი - ხელფასი საერთოდ არ გადაუხდიათ! - ამბობს პეტერბურგის ცირკში მომუშავე ერთ-ერთი მუსიკოსის მეუღლე ტატიანა, - ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ თანხა თითქოს დირიჟორს გადაურიცხეს და, რომ თითქოს შეფერხების მიზეზიც ის არის. დირიჟორი ამტკიცებდა, რომ არაფერი მიუღია. გასაგებია, ვინც იტყუება, მაგრამ ყველას ეშინია ადგილის დაკარგვის, რის გამოც ვერავინ დავარწმუნე, რომ პროკურატურისთვის მიემართა. კულტურის დედაქალაქში მუსიკოსებს ძალიან უჭირთ სტაბილური შემოსავლის პოვნა. კონკურენცია მაღალია, ამიტომაც დათანხმდნენ ოფიციალური რეგისტრაციისა და გაფორმების გარეშე ემუშავათ, ფული კი "მრუდე გზით" დირიჟორის გავლით მიეღოთ. ცოტა ხნის წინ, როგორც იქნა, მათ გადაუხადეს გამომუშავებული თანხის ნაწილი, მაგრამ ვინ მოგცემთ გარანტიას, რომ ეს აღარ განმეორდება?“

ალტაის რესპუბლიკის რაიონული საავადმყოფოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ უკვე ხუთი თვეა, რაც ანაზღაურებას აკლებენ, მაგრამ ამას „ეშმაკურად“ აკეთებენ.

„მოგვაჭრეს ყველა დანამატი, რასაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეუფერხებლად ვიღებდით. ამ დანამატების გარეშე ხელფასი თითქმის გვინახევრდება - 11-15 ათასი რუბლით ჩვენს სოფელშიც კი შეუძლებელია თავის გატანა ერთი ადამიანისთვისაც კი, არაფერს ვამბობ ოჯახზე. ზაფხულია - ბაღებიც კი არ გვშველის, თითქმის ნახევარი წელი ნაცნობებისგან ვსესხულობთ ფულს, უკვე გვრცხვენია თვალებში შეხედვის“, - ამბობს საავადმყოფოს ფელდშერი ელენა.

თანამშრომლების თქმით, პრობლემა გამწვავდა ივლისში, როცა ასზე მეტმა თანამშრომელმა ვერ მიიღო ავანსი - წინასწარი ანაზღაურება. საბოლოო ჯამში, მათ ადგილობრივ პროკურატურას მიმართეს.

„წინა დღეს შეგვატყობინეს, რომ საქმე აღიძრა მთავარი ექიმის წინააღმდეგ ხელფასების გადაუხდელობის ან არასრულად გადახდის მუხლით, მაგრამ, ჯერ ერთი, მუხლი ადმინისტრაციულია, მეორეც, განა მართლა მთავარი ექიმია დამნაშავე, რომ თანხა არ ჩაურიცხეს?“ - ამბობს საავადმყოფოს თანამშრომელი, ექიმი-თერაპევტი, რომელსაც, ყოველი შემთხვევისთვის, ურჩევნია, არ გაამხილოს თავისი ვინაობა.

"უარესად იქნება ყველა"

იურიდიული ბიურო „ვერიტასის“ ხელმძღვანელი ალექსეი ტკაჩი დარწმუნებულია, რომ განსაკუთრებულად ეფექტიანი ექნება, თუკი პროკურატურას უშუალოდ კომერციული კომპანიების დაზარალებული თანამშრომლები მიმართავენ:

„დროთა განმავლობაში ომის გავლენა გაუარესდება (თუმცა ხელფასების დავალიანების გამო უკვე ბევრად მეტი საჩივარი მივიღეთ, ვიდრე ომამდე), შესაბამისად, მოიმატებს საჩივრებიც. მოსალოდნელია, რომ უწყებები (კერძოდ, პროკურატურა) მიიღებენ ფედერალურ მითითებებს, რომ დავისას დაიკავონ სახელმწიფო საწარმოების მხარე“.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ როსსტატის სტატისტიკა სახელმწიფო თანამშრომლების დავალიანებაზე არ ასახავს სინამდვილეს, რომ ბიუროს უკვე მიმართა სახელმწიფო საწარმოების ბევრმა თანამშრომელმა, რომლებმაც არ მიიღეს კუთვნილი თანხები.

„ჩვენ ვხედავთ საერთო სურათს მთელი ინდუსტრიისთვის - ირკუტსკის არცერთი სკოლისა და უნივერსიტეტის მასწავლებელს არ მიუღია დანამატი ზაფხულის არდადეგების დროს გაწეული შრომისთვის. ივნისში, როდესაც მათი სამუშაო ოფიციალურად დასრულებულია, ბევრი პედაგოგი აგრძელებს გამოცდების მიღებასა და კონსულტაციების გაცემას - ადრე ამ დღეებს ყოველთვის უნაზღაურებდნენ. ახლა კი ეს ფული უკანონოდ „ჩამოაჭრეს“, - განმარტავს ალექსეი ტკაჩი, - ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია, მერე და მერე უფრო უარესი იქნება, მაგრამ ჯერ ისევ არის იმედი, რომ სასამართლო არ არის ანგაჟირებული და მასწავლებლების სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. მერე რა იქნება...“

ეკონომისტები იზიარებენ ამ პროგნოზს: რუსეთში სახელფასო დავალიანება პიკს აგვისტოში მიაღწევს.

„ყველა იგრძნობს კოლაფსს აგვისტოსკენ, - ამბობს მაქსიმ მირონოვი, IE Business School-ის პროფესორი და ეკონომიკის დოქტორი, - დიახ, ზოგიერთი კომპანია უკვე დარჩა კონტრაგენტების, ზოგიერთი კი - კლიენტების გარეშე, მაგრამ მათ ჯერ მაინც აქვთ სახსრებისა და რესურსების მარაგები. ამიტომ, ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ ომისა და სანქციების სრულ ეფექტს. ტრადიციულად, ეს რეზერვები მინიმუმ სამ თვეზეა გათვლილი, მაგრამ პანდემიური შეფერხების ფონზე, ეს ვადა ექვს თვემდე გაიზარდა. შესაბამისად, დაახლოებით აგვისტოსთვის ყველა ბიზნესდანაზოგი ამოიწურება და ჩვენ დავინახავთ რეალურ სურათს, თუ როგორ იმოქმედა ომმა და სანქციებმა რუსეთის ეკონომიკაზე“.

სახელმწიფო სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი სახელფასო დავალიანება დაგროვდა:

გადამამუშავებელი მრეწველობა - მთლიანი დავალიანების 55,4%

მშენებლობა - 12,1%

სოფლის მეურნეობა, ნადირობა და ხე-ტყის დამზადება - 8,5%

წყალმომარაგება, ნარჩენების შეგროვება და უტილიზაცია - 5,8%

ტრანსპორტი - 5,4%

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება - 4.4%

ეკონომისტების პროგნოზები დასტურდება რიცხვებით

„ავტოინდუსტრია და ავიაცია თითქმის მკვდარია. ყველაზე მკაფიოდ ეს ჩანს წარმოებისა და გაყიდვების მოცულობების შედარებისას. იმავე აპრილში ავტომობილების გაყიდვები ხომ "მხოლოდ" 78%-ით დაეცა, მაგრამ მოდი გადავხედოთ ავტომობილების წარმოების ვარდნას აპრილში, რაც თითქმის 90%-ია და თან გავითვალისწინოთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია (რაც მაისმა დაგვიდასტურა გაყიდვების უკვე 83,5%-ით შემცირების მაჩვენებლით) და სულ მალე გასაყიდი უბრალოდ აღარაფერი იქნება. ამ სფეროებით (ისევე როგორც ფილმების დისტრიბუციით) აშკარაა, რომ სანქციების გამო ისინი მნიშვნელოვანი უცხოური კომპონენტების გარეშე დარჩნენ. მეორე ადგილზეა გადამამუშავებელი ინდუსტრია, რომელიც ჩარხების და ნედლეულის გარეშე დარჩა. ლითონის დეფიციტის და დანარჩენი ნედლეულის გაძვირების შედეგად გაჩერდა სამშენებლო ინდუსტრია, - ჩამოთვლის მირონოვი, - მაგრამ დიდად ჩაღრმავებაც არ არის საჭირო იმის გასარკვევად, ვინ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ყველა ცუდ დღეში იქნება, რადგან საბაზისო დარგებთან ერთად დაზარალდება ყველა მომიჯნავე დარგი: ლოგისტიკა, რომელიც მათ ემსახურებოდა, სავაჭრო ცენტრები, საოფისე და სასაწყობო ცენტრები, რომლებშიც ისინი მდებარეობდა.

რუსეთის ეკონომიკაში სამუშაო ადგილების რაოდენობა შესაძლოა 2 მილიონით შემცირდეს, უმუშევრობის დონე კი 4,4%-დან 7,8%-მდე გაიზარდოს, - კომპანია ANCOR-ის ამ პროგნოზს გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს.

კიდევ უფრო სავალალო პროგნოზი გააკეთა Bloomberg-მა, რომელმაც ჯერ კიდევ მარტში ანალიტიკოსების გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ივარაუდა, რომ უმუშევრობა რუსეთში 2022 წლის ბოლოსთვის შესაძლოა გაორმაგდეს და 9%-ს გადააჭარბოს პირველად ბოლო 10 წლის განმავლობაში. ექსპერტების აზრით, საფრთხე ემუქრება დაახლოებით 2 მილიონ სამუშაო ადგილს.





Губернаторы России
Москва

Мэр Москвы Собянин договорился о сотрудничестве с главой Башкирии Хабировым





Москва

Два человека пострадали в ДТП с автозаком в Москве


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Мэр Москвы Собянин договорился о сотрудничестве с главой Башкирии Хабировым



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Бато Багдаев

Бурятский Театр кукол Ульгэр в Улан-Улан-Удэ показал в Этнографическом музее народов Забайкалья перед детьми и родителями в семейный праздник сказку Колобок - Новости и Культура, Дети и Россия




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«Столото» подписал соглашение в развитие стратегической поддержки комплекса ГТО и многоборья ГТО

Академия Плющенко требует почти два миллиона со сбежавшей от них юной спортсменки

В Швейцарии завершился чемпионат Европы по спортивной и фитнес-аэробике


WTA

Теннисистка Андреева заявила, что хочет войти в топ-20 рейтинга WTA ради собаки



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Константин Богомолов станет художественным руководителем Театра Романа Виктюка



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России