Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2022

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის კონკრეტული წევრების მიერ საუბარი ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ოლიგარქზე, ქართული დემოკრატიის შეურაცხყოფაა

0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელისუფლებისადმი შეურაცხმყოფელს უწოდებს ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადებებს, „თითქოს საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებს“.

როგორც პაპუაშვილმა რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი გუშინ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების შეფასებისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, საქართველოში ოლიგარქიაზე და ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ოლიგარქზე საუბარი, ქართული დემოკრატიის შეურაცხყოფაა.

„როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირის პარლამენტის ზოგიერთ წევრზე, ეს არის რამდენიმე წევრი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ანტიპათიით საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რაც ძალიან სამწუხაროა. როდესაც საუბარია ოლიგარქიაზე და ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ოლიგარქზე, ეს არის შეურაცხყოფა ქართული დემოკრატიის. ევროპარლამენტის ეს კონკრეტული წევრები ამით ამბობენ, რომ სინამდვილეში თითქოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები კი არ არიან ხელისუფლება, არამედ ეს არის ფასადი და ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ეს არის ხელისუფლების შეურაცხყოფა, რომელიც არჩეულია ხალხის მიერ. მიკვირს, როდესაც რეაქციები უკვირთ შემდეგ. როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ასე შეურაცხყოფით ესაუბრებიან, თითქოს დამოუკიდებლად არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ამას რომ ქართველი ხალხის სახელით ვუპასუხებთ, მგონი, არავის უნდა გაუკვირდეს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, კითხვაზე, მოიხსნა თუ არა კითხვები იმის შესახებ, ვის მოიაზრებს ევროკავშირი დეოლიგარქიზაციის შესახებ რეკომენდაციაში ოლიგარქად, მას შემდეგ რაც ევროპარლამენტარებმა – რასა იუკნევიჩიანემ და ანდრიუს კუბილიუსმა ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილი დაასახელეს, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კითხვები მოიხსნა, რადგან ევროკავშირის ელჩის თქმით, აქ კონკრეტული ინდივიდები არ იგულისხმებიან.

„რა თქმა უნდა, კითხვები მოიხსნა, ვინაიდან ევროკომისიის პოზიციას წარმოადგენს ევროკომისია და ევროკავშირის ელჩი საქართველოში და არა ევროპარლამენტის რომელიღაც წევრი. ევროკომისიის პოზიცია გააჟღერა ელჩმა, რომელმაც თქვა, რომ აქ არ იგულისხმებიან კონკრეტული ინდივიდები, არამედ აქ იგულისხმება სახელმწიფო სისტემის ისეთი მდგრადობა, რომელიც შეასუსტებს შესაძლებლობას, რომ იყოს ცალკეული პირების გავლენა ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე თუ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. პირდაპირ თქვა ევროკავშირმა, რომელსაც წარმოადგენს ევროკომისია და მისი ელჩი, რომ აქ არ იგულისხმებიან ინდივიდები. მიუხედავად ამ განმარტებისა, კონკრეტულმა დეპუტატებმა მანიპულაციურად კვლავ გააგრძელეს ის პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც მიემართება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არის მოცემულობა. დეპუტატების განცხადებები, რომ თითქოს ოლიგარქის ქვეშ ივანიშვილი იგულისხმება, არის დეზინფორმაცია, ვინაიდან ევროკავშირი ოფიციალურად აცხადებს, რომ აქ იგულისხმებიან არა ინდივიდები, არამედ იგულისხმება სახელმწიფო სისტემა, რომელიც მდგრადი უნდა იყოს ასეთი რისკების წინააღმდეგ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ევროპარლამენტში საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წლიური ანგარიშის განხილვისას ევროპარლამენტარების ნაწილმა საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. მათ შორის, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ თქვა, რომ დეოლიგარქიზაცია „დებიძინიზაციას” ნიშნავს.

„თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიგო, თუ რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროკომისიის წინადადებაშია აღნიშნული, მე დავეხმარები, რომ გაიგოს – ეს ნიშნავს საქართველოს “დებიძინიზაციას” ან “დეივანიშვილიზაციას”,- განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში ოლიგარქად ასევე ბიძინა ივანიშვილს ასახელებს.

„ოლიგარქი არის პირი, რომელსაც აქვს ბევრი ფული, დატყვევებული ჰყავს სახელმწიფო, ვისაც შეუძლია დანიშნოს თავისი დაცვა, ყოფილი დაცვა, ყოფილი მრჩევლები და ასისტენტები მინისტრებად და პრემიერ-მინისტრად. ერთადერთი ასეთი პიროვნება საქართველოში არის და ჩვენ მისი სახელი ვიცით, ბიძინა ივანიშვილი”, – აღნიშნა კუბილიუსმა.





Губернаторы России
Москва

Собянин: 1 июня начнется фестиваль «Лето в Москве. Все на улицу!»





Москва

Улыбка сделала слушателя «Юмор FM» миллионером


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 1 июня начнется фестиваль «Лето в Москве. Все на улицу!»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Queen

Bloomberg: Sony Music обсуждает покупку прав на музыку Queen




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Дептранс Москвы раскрыл детали инцидента на станции метро "Спортивная"

Пассажир остановившегося в тоннеле метро поезда рассказал о происходившем в вагоне

День защиты детей празднуют в мире 1 июня


WTA

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой



Новости Крыма на Sevpoisk.ru


News Every Day

Fentanyl distribution indictment follows Westminster traffic stop



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России