უკრაინაში აშშ-ის საელჩომ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდა
უკრაინაში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ქვეყანაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა.
ხოლო მათ, ვინც არ შეასრულებს რეკომენდაციას, საელჩო სთხოვს მოერიდონ ხალხის მასობრივ შეკრებებსა და საზოგადოებრივ ღონისძიებებს , რადგან "ისინი შეიძლება გახდნენ რუსეთის სამხედრო იერიშების სამიზნეები." ეს არის აშშ-ის საელჩოს პირველი ასეთი განცხადება ბოლო სამი თვის განმავლობაში.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის შეიარაღებული შეჭრის დაწყებიდან, კიევში აშშ-ს საელჩომ, ისევე როგორც სხვა ქვეყნების ათობით საელჩომ, უსაფრთხოების მიზნით მუშაობა შეწყვიტა. დიპლომატიური მისიების თანამშრომელთა უმრავლესობა უკრაინიდან გაიყვანეს.
მაისის შუა რიცხვებში ამერიკის საელჩომ უკრაინაში მუშაობა კვლავ განაახლა.