Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2022

კობახიძე: ვერ გამახსენებთ ვერცერთ თავდასხმას, რომელიმე ქართველი თანამდებობის პირისგან, ამერიკის ელჩის მიმართ

0

არგუმენტირებული შეკითხვა ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეფასდება, როგორც თავდასხმა, – ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადებას, რომლის თქმით, დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე, ასევე მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „როდესაც მარტივი შეკითხვა ისმის, ელჩს შეუძლია მარტივი პასუხის გაცემა და ამით წერტილის დასმა, თუმცა, ასე არ კეთდება, სამწუხაროდ, ეს ეჭვებს აღრმავებს. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის თავდასხმა“.

“რაც შეეხება ნედ პრაისის გუშინდელ პრესკონფერენციას, ამასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას ერთი რამ – თქვენ ვერ გამახსენებთ ვერცერთ თავდასხმას, რომელიმე ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ. არცერთი ასეთი თავდასხმა არ ყოფილა. ერთადერთი, რაც იყო – დაისვა გარკვეული კითხვები ჩვენი მხრიდან ორ თემაზე – პირველი თემა უკავშირდებოდა მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს, საელჩოს კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან. როდესაც ერთ-ერთი მოსამართლე ბრალს დებს ამერიკის საელჩოს თანამშრომელს ელჩის სახელით ზეწოლაზე, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამაზე დაისვას კითხვები და ვერავითარ შემთხვევაში ეს ვერ შეფასდება, როგორც თავდასხმა.

ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენი კოლეგის, პარლამენტარ მიშა ყაველაშვილის მხრიდან დაისვა კითხვები. ერთია ის, რამდენად შეგვიძლია ჩავერთოთ ჩვენ ამ საჯარო დისკუსიაში, მაგრამ როდესაც ეს საკითხები ხდება საჯარო დისკუსიის ნაწილი – მაგალითად, რამდენად ემიჯნება თუ არ ემიჯნება ელჩი ომის რიტორიკას და ა.შ. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ელჩის მხრიდან პასუხების მიღება. როდესაც მარტივ შეკითხვა ისმის და ელჩს შეუძლია მარტივი პასუხი გაცემა და ამით წერტილის დასმა, თუმცა ასე არ კეთდება, სამწუხაროდ, ეს ეჭვებს აღრმავებს. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის თავდასხმა. როდესაც ელჩი პასუხებს არ სცემს, საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად უღრმავდება ეჭვები და ეს კიდევ უფრო საშიშია.

იგივე ეხება შეკითხვას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით. როდესაც კითხვა დაისმება იმაზე, შეხვდა თუ არა ელჩი ომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს, აქაც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის პასუხის მოსმენა, თუმცა, ეს დღეს ვერ მოვისმინეთ. ჩვენ ხშირად გვაქვს შემთხვევები, როდესაც, მაგალითად უცხოელი პოლიტიკოსების უსამართლო კრიტიკა უნდა შეფასდეს კრიტიკად და ჩვენი არგუმენტირებული შეკითხვები კი, ფასდება როგორც თავდასხმა, რაც არ არის სამართლიანი. არ შეიძლება უსამართლო კრიტიკას ვუწოდოთ კრიტიკა და არ შეიძლება ამავდროულად არგუმენტირებულ შეკითხვას ვუწოდოთ თავდასხმა. აქ უნდა იყოს ერთიანი სტანდარტი – უსამართლო კრიტიკა არის უსამართლო კრიტიკა და არგუმენტირებული შეკითხვა არის არგუმენტირებული შეკითხვა. ვერცერთ შემთხვევაში ეს ვერ შეფასდება, როგორც თავდასხმა“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა გუშინ ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა. მისი თქმით, დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე და მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას. მისივე განცხადებით, აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა, ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის რიტორიკა მოსახლეობის ამ მიზნიდან ყურადღების გადატანას ემსახურება.







Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России